“შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელი, ვატო გელაშვილი:
“ყველაზე დიდი პარტიის ლიდერი რომ ხარ და შენი სახელით რომ ხალხს არეპორტებს ისეთი ადამიანი რომელიც, 5 ივლისს ვასაძის ხალხთან ერთად ქუჩაში ახალგაზრდებს დასდევდა, მაგარი სამარცხვინოა… თან ტრაგედიაც და თან სასაცილოც.
მე წავედი და ისეთ ხალხთან ერთად დავიწყებ ახალი სახალხო მოძრაობის შექმნას, რომლებთანაც პრეტენზია არავის ექნება, ვერავინ გაიშვერ თითს, რომ ვინმეს რამე მოპარა, ვინმე სასიკვდილოდ გაიმეტა, სახელმწიფოს წინაშე დანაშაული ჩაიდინა. სუფთა ხალხია საჭირო, რომ ამ აბსენტეიზმიდან ქვეყანა გამოვიყვანოთ, თორე შეგვჭამენ შიდა და გარე მტრები.”
კომენტარები