• რეკლამა
  • კონტაქტი
23:47, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანიშვილმა სათქმელი გამოგზავნა: “ვისაც ფული გინდათ, მოდითო” – ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
19:44 12-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით ასე ეხმაურება:

„დღეს ადგილი ჰქონდა ღია შეტევას ოპოზიციაზე, არა კობახიძის, არამედ ივანიშვილის მხრიდან, ვინაიდან ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ როდესაც საუბრობს ბატონი კობახიძე, საუბრობს ბატონი ივანიშვილი. ნებისმიერი გზავნილი, რომელიც ამ ადამიანის მხრიდან ჟღერდება, ეს არის მინიმუმ შეთანხმებული ბატონ ივანიშვილთან ან როგორც წესი, მისი გზავნილია, რომელიც ხმოვანდება ბატონი კობახიძის მხრიდან. ამიტომ ის, რომ ისინი აპირებენ მთავარი ოპოზიციური პარტიის გაუქმებას, აქ უკვე საკითხი ისე კი არ არის, არჩევნებს აღარ ჩავატარებთ, არამედ საერთოდ რომც ჩავატაროთ არჩევნები, იქ მონაწილეობასაც ვერ მიიღებენ ვიღაც ვიღაცები. როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის მიმართ გამოდიხარ მუქარით, რომ რეგისტრაციიდან მოიხსნები, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში აპირებს, ჩააყენოს სხვა პარტიები, რომლებიც არ ეთანხმებიან ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმისგან წამოსულ მუქარებს“

მელია ასევე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, დეპუტატებისთვის საპარლამენტო მანდატის და დაფინანსების მოხსნასთან დაკავშირებით.

„მან მკაფიო ხაზი გაავლო, ვინც პარლამენტში შემოვა, ფულს მოგცემთ, ვინც არ შემოხვალთ, არ მოგცემთ. ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რას ვაპროტესტებთ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში. ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ ღრმად ცდება, დაუშვა დიდი შეცდომა და არ ითვალისწინებს მთავარს – ამ ოპოზიციური პარტიების უკან დგანან ცოცხალი ადამიანები, ასიათასობით მოქალაქე, რომლებსაც ჩვენ წარმოვადგენთ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ ყველაფრის ფონზე, ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი პოლიტიკოსი, ვინც შევა ბიძინა ივანიშვილის პარლამენტში, ის ვეღარ იქნება ვერც პოლიტიკოსი და ვეღარც ოპოზიციონერი. ბიძინა ივანიშვილმა „დახლი“ გახსნა და მარტივად რომ ვთქვათ, სათქმელი კიდევ ერთხელ გამოგზავნა: „ვისაც ფული გინდათ, მოდით, ვისაც ღირსება გაქვთ და პრინციპების ერთგული ხართ, ნუ მოხვალთ“. აი, ეს გზავნილი იყო“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიამ ელჩების მისამართით გამოთქმულ განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა:

„კრიტიკული განცხადებები და საგნობრივი კრიტიკა არ არის პრობლემა. თავდასხმა ერთია და კრიტიკა მეორეა. პარტნიორებს შორის ურთიერთკრიტიკა მისაღებია აქ პრობლემას ვერ ვხედავ. როდესაც საუბარი ისეთ საკითხებზე, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული სახელმწიფოებრიობასთან და ქვეყნის განვითარებასთან, იქ არაერთი პოზიციაა. ბუნებრივია, ნაწილი ვეთანხმებით ამა თუ იმ პოზიციას და ნაწილს მიგვაჩნია, რომ მცდარია ერთი ან ორი მოსაზრება. ასე რომ, აქ ინტრიგის მოძებნა და ძიება ჩემი აზრით, უბრალოდ არასასურველიც კია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

თეგები: 2020 არჩევნებინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved