• რეკლამა
  • კონტაქტი
06:46, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წარმოგიდგენიათ რა დღეში ჩააგდებდნენ მიშას რომ ზელენსკის გზა აერჩია? “-ტორესა მოსი

ალია ავტორი - ალია
12:16 02-28-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

მიშა არ წავიდა ბოლომდე ბრძოლაზე და საკუთარი ხალხის გაწყვეტაზე – ამის შესახებ მწერალი ტორესა მოსი სოციალირ ქსელში წერს:

„ახლა არასასიამოვნო რამეს გეტყვით. ძალიან მოგვწონს უკრაინის თავგანწირვა, ძალიან. მჯერა რომ გულწრფელები ვართ, მართლა მოგვწონს უკრაინელების თავგანწირვა, ზელენსკი რომ კაცია და ყვერებიანია და ა.შ. მაგრამ ეს მოგვწონს რადგან ყველაფერი უკრაინაში ხდება.
ერთ რამეს გაგახსენებთ. ხუთდღიანი მძიმე ბრძოლის შემდეგ, ქართულმა ჯარმა ცალმხრივად შეწყვიტა ცეცხლი, რადგან რუსეთი დაგვემუქრა, რომ პირდაპირ ქალაქების დაბომბვას დაიწყებდა. ეს გადაწყვეტილება მიიღო მიშამ, არ წავიდა ბოლომდე ბრძოლაზე და საკუთარი ხალხის გაწყვეტაზე.
ამ ომის დასრულების შემდეგ, ჩვენ, მხარი დავუჭირეთ უთავმოყვარეო, კოლაბორაციონისტ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მიშას მთავარ დანაშაულად მიიჩნევდა იმას, რომ საერთოდ სცადა წინააღმდეგობის გაწევა, თვითმფრინავში არ ჩაჯდა და ქვეყნიდან არ გაიქცა მთავრობასთან ერთად და არ ჩააბარა ქვეყანა ულაპარაკოდ. წარმოგიდგენიათ რა დღეში ჩააგდებდნენ მიშას რომ ზელენსკის გზა აერჩია? მიშამ ბრძოლა წააგო, რადგან არავინ მოგვცა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები და ჩვენი ბიჭები სკუტერზე დამაგრებული საზენიტო რაკეტებით დასდევდნენ ცაში რუსულ ბომბდამშენებს და მოიერიშეებს და მაინც ჩამოყარეს რამდენიმე. მიშამ ძალაუფლება წააგო ამის შემდეგ. ზელენსკიმ ბრძოლა აირჩია და მიუხედავად უდიდესი მსხვერპლისა, მისი რეიტინგი 90%-ია.
ასე რომ, ადვილია ყველაფერი ყოველთვის სხვას აბრალო, სხვისკენ გაიშვირო ხელი, ადვილია როცა სხვისი თავგანწირვა მოგწონს, მაგრამ სულ სხვა რამეა როდესაც სასწორზე შენი სიცოცხლე, შენი ცხოვრება დევს.
ყველაფერს თავისი ფასი აქვს. ლაჩრობის, რუსულ პროპაგანდაზე დაყოლის და კოლაბორაციონისტების არჩევის ფასს, საკუთარი სიღატაკით და მონობით ვიხდით. წარსულს ჩვენ ვეღარ შევცვლით და ვერც უკრაინელების თავგანწირვა გაგვიყვანს ჩვენ ფეხის დაუსველებლად ფონს, მაგრამ შეგვიძლია უკრაინელების მაგალითზე ვისწავლოთ და განსხვავებული გზა ავირჩიოთ.
არ დაგავიწყდეთ, წარმოიდგინეთ ახლა 9 წლის შემდეგ უკრაინის რომელიმე მთავრობამ ზელენსკი რომ დაიჭიროს და ზედმეტად ნაყიდ რამდენიმე პიჯაკს ედავოს, აი ეს სამარცხვინოობა ხდება ჩვენ თავს ახლა და ჩვენ ამას ვითმენთ არა მხოლოდ 9 წელია, არამედ ახლაც, ამ წუთას, უკრაინის გმირობის ფონზე. ჰოდა მინდა გკითხოთ, არ გრცხვენიათ? მე ძალიან, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს მითქვამს, რომ 2008-ში საქართველო რამეში იყო დამნაშავე“ – წერს მოსი,

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved