• რეკლამა
  • კონტაქტი
06:38, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, წარმოგიდგენიათ, მე მეთქვა, რომ ცენტრალურ პარკს ავაშენებდი თბილისში ან ლაგუნა ვერეს გავაკეთებდი და იქ ათი წელი არაფერი გაკეთებულიყო?” – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:21 09-02-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,991

სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, დისტანციურად ჩართვის დროს განაცხადა:

 

„თავდაპირველად, მინდა, მივესალმო გამოცდილ ევროპელ პოლიტიკოსს, ანა ფოტიგას, რომელიც დარბაზში იმყოფება. მინდა დიდი მადლობა გითხრათ ყველაფრისთვის, რომ ყველაზე რთულ მომენტში არ მიატოვეთ საქართველო და მათ შორის, არ მიმატოვეთ მე იმ განსაცდელში, რომელშიც მამყოფებს რუსული ხელისუფლება საქართველოში. საქართველოს ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მთავრობა დღეს, აი ამ დარბაზში მასამართლებს საქართველოში კი არა, ევროპაში ყველაზე არაკორუმპირებული ხელისუფლების ლიდერს. მსოფლიო ბანკს დაწერილი აქვს წიგნები, როგორ დავამარცხეთ კორუფცია და ამას მთელს მსოფლიოში ვასწავლიდით.

საქართველოს ისტორიაში ძალიან ბევრი სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერა ბოლო დღეებში, თვეებში წლებში. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს. ეს არის UNICEF-ის მონაცემი. [ბანკები] ხალხს ჯიბიდან ბოლო კაპიკებს გვაცლის საპენსიო სესხების მეშვეობით და ამ ფულით ყიდულობს და აშენებს უზარმაზარ სასახლეებს და ყიდულობს პორშეებს. ეს არის ქვეყანა, სადაც ფასები მონოპოლიზებულია და კორუფციამ ყველაფერი წალეკა. ამ კორუფციის გამო, ხშირად ფასები ორჯერ და სამჯერ მეტია, ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც დაანგრია ბათუმის ჭაჭის კოშკი, რომელიც სხვათა შორის ძველი მარკიდან ავიღეთ და საბჭოთა კავშირმა დაანგრია. ისევ საბჭოთა კავშირში გვექაჩებიან. დააჟანგეს ალი და ნინოს შენობა. ამზადებენ მშვიდობის ხიდის და რიყის თეატრის დანგრევასაც. მათ უნდათ, რომ ჩემი ყველანაირი კვალი ამოშალონ. როგორ დაანგრიეს ჩემ მიერ აშენებული ინსტიტუტები. უკლებლივ ყველგან დააბრუნეს კორუფცია. მაგრამ არ გამოუვათ. ამისათვის ძალიან ცოტა დრო აქვთ. ეს არის ხალხი, რომელიც რასაც ეხება, ყველაფერს ანგრევს. წარმოგიდგენიათ, მე მეთქვა, რომ ცენტრალურ პარკს ავაშენებდი თბილისში ან ლაგუნა ვერეს გავაკეთებდი და იქ ათი წელი არაფერი გაკეთებულიყო? როგორც კი ვამბობდი სამ, ოთხ, ხუთ თვეში, წელიწადში ან მაქსიმუმ წელიწად ნახევარში ყველაფერი სრულდებოდა და ბარდებოდა პირადად ჩვენს ხალხს”

,,ინტერპრესნიუსი”

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved