• რეკლამა
  • კონტაქტი
21:05, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„წამოცდათ ერთ-ერთ მიტინგზე, რომ ჩვენი პოლიტიკური ამოცანაა, ჯერ გადავიყვანოთ სააკაშვილი კლინიკაში და მერე გავათავისუფლოთო“ – არჩილ თალაკვაძე

ალია ავტორი - ალია
15:04 11-16-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

„რა სამედიცინო ჩარევა სჭირდება მიხეილ სააკაშვილს ისეთი, რომ მისი პოლიტიკური მეგობრები ითხოვენ მის გადაყვანას სხვა მულტიპროფილურ კლინიკაში, რა არის ეს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ჩარევა?“ –  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„დღეს მიხეილ სააკაშვილი იმყოფება მოულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც აღჭურვილია, ჩვენი ინფორმაციით, ყველა საბაზისო აპარატურით, შესაბამისი სამედიცინო პერსონალით, რომელიც მზად არის, როგორც მიმდინარე, ასევე კრიტიკული სიტუაციებისთვის ჯანმრთელობის სერვისების აღმოსაჩენად და დახმარებისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო კითხვა, რომელიც ჩვენ დავსვით, დღესაც ეს კითხვა აქტუალურია, რა სამედიცინო ჩარევა სჭირდება მიხეილ სააკაშვილს ისეთი, რომ მისი პოლიტიკური მეგობრები ითხოვენ მის გადაყვანას სხვა მულტიპროფილურ კლინიკაში, რა არის ეს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ჩარევა? დღემდე არც დაცვის მხარისგან, არც მისი პოლიტიკური თანამებრძოლებისგან არ მოგვისმენია, სამაგიეროდ, ადამიანებს, რომლებიც სხდომებს აცდენენ, წამოცდათ ერთ-ერთ მიტინგზე, რომ ჩვენი პოლიტიკური ამოცანაა, ჯერ გადავიყვანოთ სააკაშვილი კლინიკაში და მერე გავათავისუფლოთო, აი, ეს არის. ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ სამედიცინო საჭიროებები და პოლიტიკური ამოცანები, ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე, როდესაც მისი გუნდი, მის ჯანმრთელობას იყენებს პოლიტიკური ამოცანებისთვის. მეორე შეკითხვა არის, რა სამედიცინო სერვისი ვერ ჩაუტარდა მიხეილ სააკაშვილს, რის გამოც მისი პოლიტიკური მეგობრები იწუნებენ ამ მულტიპროფილურ კლინიკას და სხვაგან სურთ მისი გადაყვანა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved