• რეკლამა
  • კონტაქტი
03:07, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წამლებზე დადგენილი რეფერენტული ფასების არასწორი კალკულაციები დაკორექტირდა” – ასოციაცია

ალია ავტორი - ალია
15:16 06-30-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
133

“რეფერენტული ფასის დათვლის ფორმულის გადახედვაზე საუბარი არ არის” – ამის შესახებ BM.GE-თან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, არადა ბიზნესი შესაბამისი ფასწარმოქმნის ამოქმედების შემდეგ ამ მიმართულებით ცვლილებებს ითხოვს, რადგან პრაქტიკაში გამოჩნდა, რომ არსებული მეთოდოლოგიით შედგენილი ფასების გამო, ბაზარზე კონკრეტული მედიკამენტების დეფიციტი წარმოიქმნა და მიწოდების ჯაჭვები დაირღვა.

საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ჯანდაცვის სამინისტროს განახლებული გუნდის სტრატეგიას იწონებს და ნაცვლად სწრაფი გადაწყვეტილებისა, პრობლემებზე დარგის წარმომადგენლებთან მსჯელობის პრაქტიკას დადებითად აფასებს. ირაკლი მარგველაშვილის თქმით, არსებული მეთოდოლოგიის ცვლილებაზე საუბარი დღის წესრიგში კონკრეტულ მედიკამენტებთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ მოხდება.

“მთავარი პრობლემა იყო იმპლემენტაციაში, სწრაფად მიმდინარეობდა პროცესი, იმდენად სწრაფად რომ დაგროვებული პრობლემების ანალიზის საფუძველზე პრობლემების მოგვარება ვერ ესწრებოდა. ეს იყო კერძო სექტორის მთავარი მოთხოვნა, რატომ ხდება ასე სწრაფად, რატომ არ არის გაწერილი სტრატეგიული გეგმა და ა.შ. ეს ქმნიდა ძალიან ბევრ პრობლემას, რამაც ზოგიერთი მედიკამენტის დეფიციტამდე მიგვიყვანა და ამ მიმართულებით რისკი იზრდებოდა.

რა ხდება დღეს? ახალი მინისტრის პირობებში შეიცვალა ტემპი. რეფერენტული ფასების გაფართოება მედიკამენტებზე ბოლოს მოხდა დეკემბერში, ამ სიაში დაახლოებით 7000-მდე დასახელების მედიკამენტია, რომლის ფასი რეგულირდება. მას შემდეგ სია არ გაზრდილა და უბრალოდ ეს პერიოდი მოხმარდა იმას, რომ დაგროვებული პრობლემები განხილულიყო. ძალიან ბევრი აპელაცია კერძო სექტორის მხრიდან, რაც ეხებოდა წამლებზე დადგენილი ფასების არასწორ კალკულაციას, დაკმაყოფილდა ისე, რომ მედიკამენტები ბაზარზე შენარჩუნდა და ეს ძალიან პოზიტიურად მიგვაჩნია. იქამდე ეს არ იყო გათვალისწინებული. რეფერენტული მედიკამენტების სია გაფართოვდება გაცილებით ნელა, გონივრულად.

ჩვენ ვსაუბრობდით, მეთოდოლოგიის ხარვეზებზე და გვითხრეს, რომ მათი გადახედვა მოხდება.”-ამბობს ირაკლი მარგველაშვილი.

ცნობისთვის, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის რეფორმა, რომელიც წამლების ფასების მაქსიმალური ზღვრის დაწესებას გულისხმობს, 2023 წლის 15 თებერვლიდან ამოქმედდა და ერთ წელში 7 ათასზე მეტ მედიკამენტზე გავრცელდა. ჯანდაცვის სამინისტროში რეფორმა მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად დაიწყეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved