• რეკლამა
  • კონტაქტი
22:30, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარა ასობით ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტებიც – ნინო ლომჯარია

ალია ავტორი - ალია
16:35 12-10-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
280

სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა:

„წარმოდგენილია კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტების აღწერა, ასევე შესაბამისი ვიდო-ფოტო მასალები, იმავენაირად ვაგროვებთ ინფორმაციას ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და მათი საქმიანობის ძალადობრივად მეთოდით ხელშეშლასთან დაკავშირებით და ეს მონაცემები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გადაეცემა, ასევე ინფორმაციას მივაწვდით, მიმდინარე სამართლებრივ რეპრესიებთან დაკავშირებით. ის, რაც ხდება ბოლო პერიოდში, როდესაც მოქალაქეებს სრულიად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი სასამართლო განჩინების გარეშე ოჯახებში უცვივდებიან, უკანონო ჩხრეკა და დაკავებები, მოქალაქეების გატაცება და საათების განმავლობაში მათი ადგილსამყოფელიც არ ვიცით.

ქვეყანაში ადგილი აქვს ფართომასშტაბიან რეპრესიებს და არცერთი პირი არ მიცემულა პასუხისგებაში. მინდა ვთქვა, რომ წამება არის აბსოლუტურად აკრძალული და ამისთვის პასუხი როგორც მისმა ჩამდენმა, ისე მისმა ზედამხედველმა პირმა უნდა აგოს, რომლებსაც წამების აღკვეთა ევალებოდათ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ წამების დანაშაულად, წამების გამოუძიებლობაც ითვლება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური არ რეაგირებს არცერთ ფაქტზე და არავინ მიუციათ პასუხისგებაში მაშინ, როდესაც ზოგიერთი პირი იდენტიფიცირებულია. სასამართლოს პასუხისმგებლობაა, როცა სასამართლო სხდომებზე ნაწამები მოქალაქეები სხედან და მოსამართლეებს არ აინტერესებთ სად აწამეს ადამიანები და მოსამართლეები აცხადებენ, რომ ეს მათი საქმე არ არის და არ უგზავნის საქმეს საგამოძიებო უწყებებს, ამ უწყებაზეც არის პასუხისმგებლობა.

ჩვენ შესაბამისი პირების მითითებით, შესაბამისი უწყების ხელმძღვანელებისა და წარმომადგენლების სახელებს საერთაშორისო ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუტებს და დიპლომატიურ კორპუსს ვუგზავნით, რომ ყველამ იცოდეს ვინ არის საქართველოში მოქალაქეთა პოლიტიკურ რეპრესიებზე, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე პასუხისმგებელი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved