• რეკლამა
  • კონტაქტი
18:43, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წამახალისებელი ღონისძიების დაწყებიდან დღის განმავლობაში ჩატარებული აცრების რაოდენობა 321%-თ გაიზარდა — ჯანდაცვის სამინისტრო

ალია ავტორი - ალია
17:48 11-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წამახალისებელი ღონისძიების დაწყებამდე პერიოდთან შედარებით, დღის განმავლობაში ჩატარებული აცრების რაოდენობა 321%-თ გაიზარდა. სამინისტროს თქმით, 15-21 ნოემბრის პერიოდში, ჯამურად, 60 წელს გადაცილებული 15 217 მოქალაქე აიცრა, რაც წინა კვირის მაჩვენებელზე 38,00%-ით მეტია.

მათივე ინფორმაციით, იმუნიზაციის პროცესი განსაკუთრებით გააქტიურდა რეგიონებში. წამახალისებელი პროგრამის დანერგვამდე არსებულ პერიოდთან შედარებით, ბოლო 7 დღეში ვაქცინაციის მიმართვიანობა შიდა ქართლის რეგიონში 643,41%-ით გაიზრდა. ამავე რეგიონში, წინა კვირასთან მიმართებით, 50,08%-ით მეტი ადამიანი აიცრა. 543,79%-იანი ზრდა დაფიქსირდა გურიის რეგიონში, სადაც ამ პერიოდში 60 წელს ზემოთ ასაკის 985 მოქალაქე აიცრა. სამინისტროს ცნობით, აღნიშნული, წინა კვირასთან მიმართებით, 67,80%-ით მეტია.

რაც შეეხება საქართველოს სხვა რეგიონებს, უწყების განცხადებით, იმუნიზაციის პროცესში პენსიონერი მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით უფრო აქტიურად ერთვებიან. მათი ინფორმაციით, წამახალისებელი პროგრამის ამოქმედებამდე არსებულ პერიოდთან შედარებით, გასული 7 დღის განმავლობაში 467,65%-ით მეტი აცრა ჩატარდა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში. 405,88%-იანი ზრდა ფიქსირდება ქვემო ქართლში, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში ეს მაჩვენებელი 401,99%-ს შეადგენს.

ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო

8 ნოემბერს, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს, ერთჯერად 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, ეს პროგრამა შეეხება იმ პენსიონერებს, რომლებიც აქამდე არ აიცრნენ და ეს წახალისების მექანიზმია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved