• რეკლამა
  • კონტაქტი
19:24, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წალენჯიხელო „ქოცებო“, დავლურს ტყუილად უვლით” – რა გაირკვა საკრებულოს სხდომაზე?

ალია ავტორი - ალია
15:47 02-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,009

„ოცნების“ ე.წ. ცენტრალური ხელისუფლება, ანუ „ოცნების“ თვითმარქვია მინისტრთა კაბინეტი და ფინანსთა სამინისტრო ცდილობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტი პოლიტიკური ნიშნით დაჩაგროს.

მოგეხსენებათ, წალენჯიხა საქართველოში ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ბოლო ადგილობრივ არჩევნებში მერის ოპოზიციონერმა კანდიდატმა, აწ განსვენებულმა გია ხარჩილავამ გაიმარჯვა.

სწორედ აქედან გამომდინარე, „ოცნების“ თვითმარქვია მთავრობა, რომელსაც მხოლოდ დიქტატორული რეჟიმები აღიარებენ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ა(ა)იპ-ების თანამშრომების დაჩაგვრას და ამასთნ, მათ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან დაპირისპირების ინსპირირებას ცდილობს.

ამბავი კი ასეთია: იანვრიდან ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს ხელფასები 125 ლარით უნდა გაზრდოდათ და ამისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან წალენჯიხისთვის 1,2 მილიონი ლარი იქნებოდა გამოყოფილი და ამაზე მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმებაც არსებობდა, მაგრამ „ქოცები“ რისი „ქოცები“ არიან, სიტყვა რომ შეასრულონ. გია ხარჩიალავს მოღვაწეობის პერიოდშიც არსებობდა პრეცენდენტი გარკვეული თანხის არ ჩარიცხვის.

ჰოდა, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, სიტყვიერი თანხმობის მიუხედავად, იანვარში ზემოხსენებული თანხა ცენტრალურმა ბიუჯეტმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტს არ ჩაურიცხა და შესაბამისად, ა(ა)იპ-ების თანამშრომლებსაც ხელფასებზე 125 ლარი არ დაემატათ.

დამარხული ძაღლი თავი გუშინ საკრებულოს სხდომაზე ამოთხარეს „ქოცებმა“, – წალენჯიხელმა „ქოცებმა“ მუნიციპალიტეტის აღამსრულებელ ხელისუფლებას ბრალი აქეთ წაუყენეს, შე ასეთო და ისეთო, ხალხს ხელფასი რატომ არ მოუმატეო.

მუნიციპალიტეტის ხელმძღავნელობამ ა(ა)იპ-ების თანამშრომებს აუხსნა, საქმე რაშიც იყო, ხელფასები მომატებული იყო, შეთანხმებული და იანვრის თანხა არ გადმორიცხა ცენტრალურმა ხელისუფლებამ.

ხალხი ბრძენიცაა და კრიტიკულად მოაზროვნეც, გაიგეს, მიხვდნენ რაც მოხდა და „ქოცები“ შავ დღეში აღმოჩნდნენ. ნამუსის ძარღვი მაინც არ აქვთ და ხალხის რისხვის გატარებას ახლა ყურიდან ყურში ცდილობენ.

ჰოდა, იმის ნაცვლად, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის 1,2 მილიონი ჩაერიცხა, ცენტრალურმა ბიუჯეტმა მხოლოდ 600 ათასი გადაურიცხა და თან გუშინ, ანუ ნახევარი და ხელებიც დამიბანიაო. ახლა, ეს 600 ათასი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ ისე უნდა გადაანაწილოს, რომ ა(ი)პის ყველა თანამშრომელს ეყოს, მაგრამ როგორ? იქნებ, საკრებულოს „ქოც“ დეპუტატებს ჰქონდეთ პასუხი? „ქოცებს“, ალბათ, იმედი აქვთ, რომ ხალხი მერიას დაეტაკება, მაგრამ „ქოცებო“, დავლურს ტყუილად უვლით, თქვენი ქოსატყუილობის ამბავი ხომ შორს არის გაავრდნილი და თქვენს „ტრიუკებსაც“ აღარავინ ჭამს!

ბერდია კალანდია, თაიმერი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved