• რეკლამა
  • კონტაქტი
23:52, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წაკითხული რომ არაფერი გაქვთ, ამის თქმა შალვა რამიშვილმა დამასწრო – იოსებ ჭუმბურიძე ინგა გრიგოლიას

ალია ავტორი - ალია
12:07 09-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე კოლეგას, ინგა გრიგოლიას სოციალური ქსელიდან მიმართავს.

„გრიგოლიას უნდა შევეხმიანო.
ნახეთ, შვილებზე რა თქვა თეა წულუკიანმაო?! – მიმართეთ წუხელ უკვე (სამწუხაროდ) თქვენსავით ყავლგასულ გახარიას,“- ასე იწყებს მიმართვას ჭუმბურიძე და კოლეგას თეა წულუკიანის განცხადების შინაარსს შეახსენებს.
„და რა თქვა თეა წულუკიანმა?
ნაცების ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომლებმაც საკუთარ ხალხს ცხრაწლიანი ჯოჯოხეთი გამოატარეს, წარსულს ვერასოდეს გაექცევიანო და ეს წარსული მათმა შვილებმაც უნდა იცოდნენო, მათაც უნდა ახსოვდეთო.
რა არის აქ უცნაური და მიუღებელი?!“- წერს იოსებ ჭუმბურიძე.
იოსებ ჭუმბურიძე ინგა გრიგოლიას, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი  დანაშაულებების და რამდენიმე ქართული ანდაზის გახსენებას გახსენებას ურჩევს.

„წაკითხული რომ არაფერი გაქვთ(ფილოლოგს!) ამის თქმა შალვა რამიშვილმა დამასწრო.
ვიცი, რომ ერთი-ორი ფილმი გაქვთ ნანახი.
როგორ გაგებული, – ეს სხვა საკითხია.
ზოგიერთი ანდაზისთვისაც მოგიკრავთ ყური, მაგალითად, ბაბუის ნაჭამ ტყემალზე.
შემთხვევით, ისიც ხომ არ გახსოვთ, რატომ მოიკლა თავი თორნიკე არავიძემ?
ასეთი ტრაგედიებისაგან ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ სააკაშვილების, მერაბიშვილების, ადეიშვილების, ქარდავების, კოდუების და მათთა მსგავსთა შვილებს ნამდვილად უნდა ახსოვდეთ, რა ჩაიდინეს მამებმა, სად და ვინ გააჩერა ისინი…
რა მნიშვნელობა აქვს იმის ცოდნას, თუ სად გაჩერდნენ მამები?
ამის(ამდენ) ცოდნას, რასაკვირველია, ვერ მოგთხოვთ,“ – წერს  იოსებ ჭუმბურიძე.

ცნობისათვის, თეა წულუკიანმა განხილვის საგნად ქცეული ფრაზა შვილებთან დაკავშირებით, „რუსთავი 2-ის“ ეთერში, ქალაქში გავრცელებული ბანერების თემის კომენტირებისას გააჟღერა.
„მაგრამ ეს ადამიანები საკუთარ თავს ვერ გაექცევიან და ვერც მათი შვილები ვერ გაექცევიან საკუთარ ამ წარსულს,“ – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved