გლდანში ხიზანიშვილის ქუჩაზე, შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ის მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. როგორც „ფორტუნას“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სასწრაფო ადგილზე გვიან მივიდა.
„მოგოს“ წინ წაიქცა. დიდი ხანი იწვა ძირს, შემდეგ ხალხი შემოეხვია. მოგვიანებით მოვიდა სასწრაფო, ხელოვნურ სუნთქვას უტარებდნენ, მაგრამ ალბათ უკვე აზრი აღარ ჰქონდა“, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი
ფორტუნა
კომენტარები