• რეკლამა
  • კონტაქტი
03:59, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, წაიკითხავთ, ბევრს მოგეწონებათ, ბევრს არა… ბევრს შეგეშინდებათ ლაიქის დასმისაც კი, “არიქა სამსახური არ დავკარგო”-ო” – რას წერს მორგოშია?

ალია ავტორი - ალია
16:34 04-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
494

,,ალტ-ინფოს” დამფუძნებელი, კონსტანტინე მორგოშია სოციალურ ქსელში წერს:

პირველი და უკანასკნელი დემოკრატიული არჩევნები ჩვენს ქვეყანაში საბჭოთა საქართველოს რეალობაში ჩატარდა 1991 წელს და გაიმარჯვა “მრგვალი მაგიდა თავისფალი საქართველო”-მ ბატონი ზვიად გამსახურდიას ლიდერობით.
1991 წლის 9 აპრილს აღვადგინეთ დამოუკიდებლობა. რა მოგვიტანა დამოუკიდებლობამ?! პასუხი მარტივია… ვითომ დამოუკიდებლობამ, მოგვიტანა КГБ, ФСБ, ФБР, ЦРУ – ს და ა.შ აგენტურაზე დამოკიდებულება!!! შედეგები ცხადია!!!

5,700,000 მოსახლეობიდან ჩამოვედით 3,700,000, ანუ გავნადგურდით როგორც ერი და ვაგრძელებთ კლებას!!!
დავკარგეთ ტერიტირიების 20%-ზე მეტი ფაქტობრივად და რეალურად ვართ 100% ოკუპირებული!!!
გავყიდეთ ყველა სტრატეგიული ობიექტი, ხელში ჩავუგდეთ უცხოტომელებს, მათ დასმულ ოლიგარქებს და ფეოდალებს!!!
პირწმინდად გავანადგურეთ განათლების სისტემა და მივიღეთ შედეგად ლაზარე გრიგორიადისები და ტიტუშკები!!!
გავანადგურეთ ქუჩის აკადემია და ტრადიციები!!!
ომი გამოვუცხადეთ ღმერთს და ეკლესიას!!!
ემიგარიაციაში გადავხვეწეთ მილიონზე მეტი ქართველი, რომელთა აბსოლიტური უმრავლესობა ლამის მონური შრომით ირჩენს თავს!!!
ნარკოტიკებში და კაზინოებში ჩავახრჩვეთ ახალგაზრდობა და ამოვწყვიტეთ გენოფონდი!!!
ყველა არჩევნებზე მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა ასრულებს ლეღვის ფოთლის ფუნქციას!!!
მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ აბორტებით!!!
გავავსეთ ციხეები უდანაშაულო პატიმრებით და დავანგრიეთ ოჯახები!!!
35 წელი ახალგაზრდებს ტვინი ვუტენეთ ჯერ ტანია და გალიათი და მერე ვითომ ევროპული ღირებულებებით, ბოლოს კი ყველანი გამოავაცხადეთ მოღალატეებად!!!
ჩამოვაგდეთ პირველი პრეზიდენტი და შემდეგ ის მოვკალით!!!
მოგვიყვანეს მეორე პრეზიდენტი, ჯერ ტერქატები მოვუწყვეთ, მერე დავუჩოქეთ არ წასულიყო და ბოლოს ისე გავაგდეთ, რომ ჩაიც არ დავალევინეთ!!!
მოგვიყვანეს მესამე პრეზიდენტი და ისე გავაღმერთეთ, ვაქეთ და ვადიდეთ რომ კაცების ხმარება დაიწყო და ეხლა თვითონ ზის ციხეში!!!
მერე აგვარჩევინეს ვიღაც მქსოველი ლოთი და ისევ მათვე გამოგვაცხადებინეს ეს ტიპი მოღალატედ და აგენტად!!!
ამის მერე ვითომ ისტორიული სამართლიანობა აღადგინეს, თავისი ჭკუით და დაგვისვეს მოღალტე ნოე ჟორდანიას მთავრობის შთამომავლი, პირდაპირ უცხო ქვეყნის აგენტი სა(ль)ომე, რომელიც ისე მოვიდა და წავიდე ქართული ენა არ იცოდა!!!
ახლა მოიყვანეს პრეზიდენტად ადამიანი, რომელსაც არაფერს ვერჩი, მაგრამ გვითხრეს რომ ამას კარგი წვერ ულვაში აქვს, ქართულიაო, მაგრამ ფუნქცია არაფერი არ აქვსო!!!
35 წლის მანძილზე არ გვყოლია და არ გვყავს არც ერთი რეალურად დამოუკიდებელი ან პრემიერ მინისტრი, ან მითუმეტეს მინისტრი!!!
ქუჩაში მოვკალით გურამ შარაძე და ფაქტობრივად არავინ არ დასჯილა!!!
გარდა ცხონებული ბატონი გურამისა, ისეთი ხალხი მოვკალით და სიკვდილამდე მივიყვანეთ, ვინც მართლა ქვეყნის ოქროს ფონდი იყო!!!

დიდხანს შემიძლია ამ ჩამონათვალის გაგარძელება 100 მდეც და 1000 მდეც, მაგრამ რა აზრი აქვს?! წაიკითხავთ, ბევრს მოგეწონებათ, ბევრს არა…
ბევრს შეგეშინდებათ ლაიქის დასმისაც კი, “არიქა სამსახური არ დავკარგო”-ო, ან რავიცი კიდევ რა… და ბოლოს, როცა მიხვდებით, რომ სამსახური კი არა, თქვენი სიჩუმით ქვეყანა დაკარგეთ და პაკისტანიზაცია და არაბიზაციას შეუწყვეთ ხელი, მაშინ ჩვენი შვილები ან მონები იქნებიან, ან ჰარამხანაში ძალით წაასხამენ!!! სანამ ვერ მიხვდებით, რომ ყველაფერი ჩვენი ბრალია, სულ იქნებით ფეოდელების და უცხო ქვეყნის აგენტების ხელში და ხან არჩევნებზე გამოგიყენებენ სანამ დასჭირდებით და ბოლოს შეიძლება მონებად ისე გაგყიდონ რომ მადლობელიც დაგტოვონ!!!

P.S ვინმემ რამე კუდები რომ არ მოაბათ ამ ჩემს სტატუსს და ყველა თქვენნაირი არ გეგონოთ, საჯაროდ ვაცხადებ, რომ მიუხედავ იმისა დიდი ხანია ვარ პოლიტიკაში, როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში არ ვყოფილვარ საპარლამეტო სიაში, ასევე არასდროს არ ვიქნები საპარლამენტო არჩევნებში არვის სიაში და არც საკრებულოს წევრი გავხდები!!! არც მინისტრი!!! არც პრემიერ მინისტრი და არც პრეზიდენტი!!!“

თეგები: კონსტანტინე მორგოშია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved