ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ყაზახ მომიტინგეებს მოუწოდებს, პროტესტი შესწყვიტონ და სამხედროებს ბოდიში მოუხადონ.
“ხმაური ატეხეს, ყვიროდნენ, საკმარისია, მოლაპარაკება გვჭირდება. თქვენ უნდა წახვიდეთ, დაიჩოქოთ, ბოდიში მოუხადოთ სამხედროებს და დაჯდეთ ხელისუფლებასთან, ტოკაევთან ერთად” – აცხადებს ლუკაშენკო.
ცნობისთვის, ყაზახეთის პოლიციის ინფორმაციით, შეტაკებების დროს ათეულობით დემონსტრანტი მოკლეს. პოლიცია ამბობს, რომ მოქალაქეებს ალმატში “წესრიგის აღდგენის ოპერაციის” დროს გაუსწორდნენ. არსებული ინფორმაციით, უშიშროების ძალების 12 წევრი დაიღუპა და 353 დაშავდა არეულობის დროს. TASS წერს, რომ ერთ-ერთ სამართალდამცავს თავი მოჰკვეთეს.
ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საპროტესტო აქციების დროს 1 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 400-ზე მეტი საავადმყოფოშია.
კომენტარები