„კავკასიის სახლის“ წევრი, ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:
„საქართველოს მოსკოვიდან დაფინანსებული ქართულ-რუსული უნივერსიტეტი არ სჭირდება, “ტროას ცხენს” არავის შემოვაგორებინებთ ჩვენს ისედაც გაუბედურებულ სამშობლოში. ეს ოკუპანტის მორიგი დივერსია და თავდასხმაა სახელმწიფოზე.
ჩვენი ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებში სულ სხვა რამ შედის – საქართველოში თბილისიდან, ბერლინიდან, პარიზიდან, ბრიუსელიდან, კოლუმბიის ოლქიდან დაფინანსებული “რუსეთის კვლევების ინსტიტუტი” უნდა მოქმედებდეს!
ყველა სერიოზულად და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი ამის შესახებ წლებია საუბრობს. მათი აზრის გათვალისწინების შემთხვევაში “საუნივერსიტეტო” პროვოკაციებისთვის ნაკლები სივრცე დარჩებოდა.“
კომენტარები