• რეკლამა
  • კონტაქტი
14:58, ოთხშაბათი, 31 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტრამპმა სამ ქალაქში მიგრანტების საწინააღმდეგო ზომების გამკაცრების ბრძანება გასცა

ალია ავტორი - ალია
11:28 06-20-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
99

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ზოგიერთ ქალაქში მიგრანტების საწინააღმდეგო ზომების გამკაცრების ბრძანება გასცა.

ტრამპმა ეს გადაწყვეტილება მიგრაციული პოლიტიკის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო.

საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპმა საიმიგრაციო სამმართველოს მოუწოდა, დიდ ქალაქებში არალეგალი მიგრანტების დეპორტაციისკენ მიმართული ოპერაციები გააძლიეროს.

„ჩვენ უნდა გავაფართოოთ ძალისხმევა, რომელიც მიმართულია არალეგალი მიგრანტების დაკავებისა და დეპორტაციისკენ ამერიკის დიდი ქალაქებიდან, როგორიცაა: ლოს-ანჯელესი, ჩიკაგო და ნიუ-იორკი“, – დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში – „თრუს სოუშალში“ (TRUTH Social).

პრეზიდენტის თქმით, არალეგალი მიგრანტების საწინააღმდეგო ზომების გამკაცრება ქალაქებში, რომლებიც, მისივე შეფასებით, „დემოკრატების ძალაუფლების ცენტრის ბირთვს“ წარმოადგენს, „ისტორიაში უდიდესი მასობრივი დეპორტაციის პროგრამის ნაწილია“.

ტრამპი ასევე აღნიშნავს, რომ საიმიგრაციო სამსახურების თანამშრომლებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, რომ მისი ბრძანება შესრულდეს.

ცნობისთვის, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა ტრამპის მთავარ წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა. მისი თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ საიმიგრაციო სამსახურების წარმომადგენლებმა მიგრანტების დაკავებები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყეს.

ბოლო რამდენიმე კვირაა, აშშ-ში მიგრანტების საწინააღმდეგო რეიდებს მოქალაქეები აპროტესტებენ. ლოს= ანჯელესში დემონსტრაციების ფონზე არეულობა დაიწყო და სამართალდამცველებთან შეტაკებები მოხდა. ტრამპმა ლოს-ანჯელესში მომხდარს „არალეგალი მიგრანტების მხრიდან ოკუპაცია“ უწოდა და შტატში ეროვნული გვარდია და სამხედრო ქვეითები გაგზავნა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved