შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დემოკრატებს, ე. წ. „შათდაუნის“ დასრულებისკენ მოუწოდა. კომენტარი დონალდ ტრამპმა პალმ ბიჩიდან ვაშინგტონში ფრენისას გააკეთა.
„მათ ქვეყნის გახსნა მართებთ. იცით, ამ საკითხს 14-ჯერ ვუყარეთ კენჭი, ისინი კი ხმას ქვეყნის დახურვას აძლევენ. სულ 5 დემოკრატის თანხმობაა საჭირო, რომ მთავრობის მუშაობა აღვადგინოთ“, – განაცხადა ტრამპმა.
შეერთებულ შტატებში მთავრობის მუშაობა უკვე 33 დღეა შეჩერებულია.














კომენტარები