• რეკლამა
  • კონტაქტი
07:19, შაბათი, 22 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტრამპის და მასკის დაპირისპირება დიფ სთეითის დიდი გეგმის მცირე ნაწილია – ზაზა შათირიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:12 06-06-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
223

POSTV ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის კომენტარს ავრცელებს, სადაც შათირიშვილი ტრამპის და მასკის დაპირისპირებას ეხმიანება, წერს, რომ “დიფ სთეითი” მთელს მსოფლიოში განსაკუთრებით აქტიურ ქმედებებზეა გადასული და ამ “დიდი გეგმის მცირე ნაწილია ტრამპისა და მასკის დაპირისპირება, რომელშიც მათ მიერვე კონტროლირებადი მედიით საზოგადოებას უნდა დარჩეს ერთადერთი განცდა – მასკი არის მართალი, ხოლო მისი იდეები ჭეშმარიტი”.

“ბოლო ორი დღეა მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მისი ადმინისტრაციის ერთ-ერთი, ახლა უკვე ყოფილი ლიდერის, ილონ მასკს შორის წარმოქმნილ დაპირისპირებას. თავდაპირველად განხეთქილება ტრამპის საგადასახადო კანონპროექტს მოჰყვა, რომელსაც მასკმა “ხალხის მჩაგვრელი ღორობა” უწოდა, თუმცა, ყოფილი “თანამებრძოლების” პაექრობა მალევე გასცდა ამ კონკრეტულ საკითხს და კიდევ უფრო ფართო დიაპაზონი მოიცვა. არაერთი პირადი ურთიერთშეურაცხყოფის შემდეგ მასკმა დაწერა, რომ ტრამპის სახელი და გვარი ეგრეთწოდებულ “ეპშტეინის ფაილებშია”, რითაც, ფაქტობრივად, პრეზიდენტი გარყვნილებასა და პედოფილიაში დაადანაშაულა.

სიმართლე გითხრათ – საერთოდ არ ყოფილა გასაკვირი და მოულოდნელი ტრამპისა და მასკის დაპირისპირება. ამ ფონზე პირადად ჩემთვის უფრო საინტერესოა, თუ როგორ აშუქებს მეინსტრიმ მედია აშშ-ის ადმინისტრაციაში კონკრეტული ძალების მიერ ინსპირირებულ კონფლიქტს. პირველად ჩემი ყურადღება საქართველოში მოქმედმა “ევრონიუს ჯორჯიამ” მიიქცია, სადაც ჟურნალისტი, წინასწარ კარგად მომზადებული მესიჯებით დაუფარავად იჭერს მასკის მხარეს – რამდენჯერმე და დაბეჯითებით იმეორებს მის არგუმენტებს და ქმნის განწყობას, რომ თითქოს ტრამპმა მართლაც ისეთი კანონპროექტი წარმოადგინა, რომელიც ჩაგრულ ხალხს კიდევ უფრო უუარესებს მდგომარეობას.

შემდეგ თვალი გადავავლე უცხოურ მედიას, განსაკუთრებით იმ გამოცემებს და მაუწყებლებს, რომლებიც ამერიკული სპეცსამსახურების ხელით ოლიგარქიულ ოჯახებიდან იმართება და აქაც ზუსტად იგივე სურათი დამხვდა. მესიჯი ყველგან ერთია, ერთ ოთახში დაწერილი და შემდეგ, სხვადასხვა კონტროლირებადი მედიებისთვის საელჩოებიდან დარიგებული – თუ როგორი ნაგავია ტრამპი და ამის საპირწონედ, როგორ ეფექტურად მუშაობდა ილონ მასკი. ქართული ევრონიუსიც ამ ფერხულშია, ზედმიწევნით ზუსტად ასრულებს საელჩოდან მიღებულ სპეცსამსახურების დავალებას.

ამ ყველაფრის შემდეგ, საზოგადოებისთვის მთავარი კითხვა არის, თუ რა ხდება რეალურად, რატომ გამოვიდა სააშკარაოზე ეს კონფლიქტი და საბოლოოდ, რა იქნება შედეგი. მე თავშივე აღვნიშნე, რომ ეს ეგრეთწოდებული დაპირისპირება კონკრეტული ძალების მიერ არის ინსპირირებული. უფრო მეტიც, მას არაფერი აქვს საერთო არც ბიუჯეტის პროექტთან და არც მასკისა და ტრამპის შეხედულებებთან – ეს სპექტაკლი არაფორმალურმა ოლიგარქმა მმართველებმა კონკრეტული მიზნებისთვის დადგეს და როგორც ტრამპი, ასევე მასკი ამ სანახაობაში მთავარი როლის შემსრულებლები არიან. სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპი ამ პროცესში აშკარად ბუნებრივად მოქმედებს, რამეთუ არ იკვეთება, რომ ის წინასწარ არის გაფრთხილებული დიფ სთეითის გეგმებზე, რასაც ვერ ვიტყვით ილონ მასკზე, რომელიც ზედმიწევნითი სიზუსტით ასრულებს მიღებულ დავალებას.

დღეს “დიფ სთეითი” მთელს მსოფლიოში განსაკუთრებით აქტიურ ქმედებებზეა გადასული, თუმცა ყველგან სხვადასხვა ფორმითა და მეთოდებით მუშაობს. თუ ამერიკაში მათ საკუთარი მოდელის რებრენდინგი გადაწყვიტეს და ტრამპის, ვენსის, რუბიოს და სხვა ჩინოვნიკების ხელით ცდილობენ წარმოსახვითად ებრძოლონ იმას, რასაც თავად წარმოადგენენ, ევროპაში ისევ ღიად, უტიფრად მოქმედებენ გაშიფრული აგენტურის ხელით. მათი საბოლოო მიზანი კი, ამ ეტაპზე, სახელმწიფოების გაუქმება და კორპორაციული მმართველობის შემოღებაა. სწორედ ამ დიდი გეგმის მცირე ნაწილია ტრამპისა და მასკის დაპირისპირება, რომელშიც მათ მიერვე კონტროლირებადი მედიით საზოგადოებას უნდა დარჩეს ერთადერთი განცდა – მასკი არის მართალი, ხოლო მისი იდეები ჭეშმარიტი.

კორპორაციული მმართველობის შემოღებით, ანუ სხვადასხვა ქვეყნებისათვის სახელმწიფოებრიობის გაუქმებით, ოლიგარქიული ოჯახები საბოლოოდ მოახდენენ მათი ძალაუფლების ლეგალიზებას და შემდეგ აღარაფერში დასჭირდებათ ფასადური პროცედურები, არჩევნები, შეფუთული აგენტურა და სხვა ისეთი ფორმალური ინსტიტუციები, სადაც კონტროლის მექანიზმების მიუხედავად, ხშირია მათთვის არასასიამოვნო მოულოდნელობები. მაგალითად, როდესაც “დიფ სთეითი” კორპორაციულ მმართველობას დააკანონებს, აღარ მოხდება ისეთი მძიმე შეცდომები, რაც რუმინეთში დაუშვეს და შემდეგ, გამარჯვებული, მაგრამ მათთვის არასასურველი პრეზიდენტის მოსაშორებლად მთელ ქვეყანას მთელი მსოფლიოს დასანახად თავზე გადაახიეს კანონი და კონსტიტუცია.

ილონ მასკიც ამ დიდი პროექტის პირველ სატესტო მერცხლად უნდა განვიხილოთ, რომელიც დავალების შესაბამისად ეცდება, დაანგრიოს პარტიული და პოლიტიკური მმართველობის მეთოდი აშშ-ში და საფუძველი ჩაუყაროს ახალ, კორპორაციულ მმართველობას, რაც ლამაზად შეიფუთება – როგორც ხალხისათვის ეფექტური მმართველობა. სინამდვილეში, ოლიგარქიული ოჯახები უკვე პირდაპირ მოახდენენ საკუთარი ჰეგემონიის ლეგალიზებას.

იგივე ბედი ელის ევროპას. მართალია, დღეს კონტინენტის 90% სწორედ “დიფ სთეითი” აკონტროლებს, მაგრამ მართვის ეს მექანიზმი ოლიგარქებისთვის საკმარისი არ არის. მართალია, საფრანგეთს და გერმანიას პირდაპირ ოჯახების აგენტურა, “ბლეკროკის” ყოფილი დირექტორი მერცი და ერთ-ერთი ოლიგარქიული ოჯახის მომსახურე პერსონალი მაკრონი მართავენ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

მათთვის ახლა მთავარია საბოლოოდ გააუქმონ სახელმწიფოს ცნება და კორპორაციულ მმართველობას ოფიციალური სახე მისცენ. ეს ტენდენცია მალე მთელს ევროპას მოიცავს, ხოლო ამ გზაზე მთავარ ფორმულას ოლიგარქიული ოჯახები დიდი ხანია წარმატებით ამუშავებენ – ისინი პირველ რიგში აუქმებენ სამშობლოს ცნებას. სამწუხაროდ, ახლა ევროპა უსამშობლო სახელმწიფოების გაერთიანებას უფრო ჰგავს, სადაც გერმანიიდან გერმანელები გარბიან, საფრანგეთი ფრანგებისგან იცლება, იტალიაში მიგრანტები დომინირებენ – ბოლოს კი ოლიგარქიული ოჯახები თავიანთ ორგანიზებულ სქემას, რამაც ქვეყნებს უდიდესი პრობლემები მოუტანა – ქვეყნების პოლიტიკური მმართველობის ხარვეზად, მის კრახად გაასაღებენ და საბოლოოდ, “ხალხის გადარჩენის” სლოგანის ქვეშ კორპორაციულ მმართველობას დააკანონებენ, ანუ როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ლეგალიზაციას გაუკეთებენ მათ ჰეგემონიას.

ახლა ალბათ გასაგებია, რატომ ებრძვიან ყველაფერს ეროვნულს, ტრადიციულს და ფასეულს. ახლა ალბათ გასაგებია, რატომ აწარმოებენ ლგბტ პროპაგანდას და რატომ ებრძვიან ეკლესიას. მათ ყველაზე მეტად იდეის და ფასეულობის გარშემო გაერთიანებული საზოგადოება აშინებთ. საპირწონედ კი, თუ ადამიანს არაფერი აქვს გასაფრთხილებელი და დასაკარგი, მისი მართვა და დამონება მარტივი საქმეა. ამიტომ საზოგადოებას პირობას ვაძლევ, რომ აუცილებლად შევასრულებ ჩემს სიტყვას და უახლოეს პერიოდში დავასახელებ ოლიგარქიული ოჯახების მთავარ მიზანს, თუ რისთვის ლაგდება ასეთი სქემები, რა მიზანი აქვთ მათ საბოლოოდ და რას უპირებენ საზოგადოებას. კორპორაციული მმართველობის დაკანონება მათი საბოლოო მიზნის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, ხოლო საბოლოო მიზანზე, როგორც აღვნიშნე, უახლოეს პერიოდში ვრცელი ანალიზის გამოქვეყნებას ვაპირებ.

ეს წერილი კი მინდა ვახუშტი კოტეტიშვილის სრულიად გენიალური პატარა ლექსით დავასრულო, რომელშიც მარტივად და ამავე დროს გასაგებად არის გადმოცემული სამშობლოს და სახელმწიფოს ურთიერთკავშირი:

უტოლობა უსამშობლოდ სახელმწიფო ვერ იარსებებს, უსახელმწიფო სამშობლო კი რჩება სამშობლოდ”. – ნათქვამია წერილში.

თეგები: ზაზა შათირიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150–ლარიან დახმარებაზე როგორ თქვით უარი, როცა ვერ ძღებით” – სამი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედით, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვს
ახალი ამბები

“150–ლარიან დახმარებაზე როგორ თქვით უარი, როცა ვერ ძღებით” – სამი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედით, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვს

17:41 11-21-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?
ახალი ამბები

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?

18:31 11-21-2025
Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე
ახალი ამბები

Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე

11:30 11-21-2025
ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025
ახალი ამბები

ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025

08:00 11-21-2025
თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება

15:16 11-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved