ტრამპის ადვოკატსა და ნიუ იორკის ყოფილ მერს, რუდოლფ ჯულიანის კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა Twitter-ის გვერდზე დაწერა.
„რუდი ჯულიანის, რომელიც ნიუ იორკის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მერი იყო, დღეს კი დაუღალავად მუშაობს აშშ-ს ისტორიაში ყველაზე უსამართლო არჩევნებზე დარღვევების გამოსააშკარავებლად, ჩინური ვირუსი დაუდასტურდა. მალე გამოჯანმრთელდი, რუდი. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ,“-წერს ტრამპი.
აშშ-ის 46-ე პრეზიდენტად საერთაშორისო საზოგადოებამ ჯოზეფ ბაიდენი აღიარა, თუმცა მოქმედი პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს ასაჩივრებს, რაშიც მას ადვოკატი რუდოლფ ჯულიანი ეხმარება.
კომენტარები