• რეკლამა
  • კონტაქტი
15:25, ოთხშაბათი, 25 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტრამპის ადმინისტრაცია 530 000 იმიგრანტს დროებით ლეგალურ სტატუსს შეუჩერებს

ალია ავტორი - ალია
12:44 03-22-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
201

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ნახევარ მილიონზე კუბელ, ჰაიტიელ, ნიკარაგუელ და ვენესუელელ იმიგრანტს დროებით ლეგალურ სტატუსს შეუჩერებს.

იმიგრანტებს შეატყობინეს, რომ მათ ქვეყანა ნებართვის ვადის ამოწურვამდე უნდა დატოვონ, ხოლო დეპორტაცია, აშშ-ს არდატოვების შემთხვევაში, მათ 24 აპრილიდან დაემუქრებათ.

530 000 იმიგრანტი, რომლებსაც ლეგალური სტატუსი გაუუქმდებათ, აშშ-ში ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში, CHNV-ის (Parole for Cubans, Haitians, Nicaraguans, and Venezuelans) პროგრამის ფარგლებში შემოვიდნენ. პროგრამა მათ საშუალებას აძლევდა, აშშ-ში ლეგალური სტატუსით მაქსიმუმ 2 წლის განმავლობაში დარჩენილიყვნენ, თუ ამერიკელი მოქალაქე მათ ფინანსურ დახმარებაზე დათანხმდებოდა.

პროგრამა შემდეგმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის დღესვე, 20 იანვარს აღმასრულებელი ბრძანების ხელმოწერით გააუქმა.

უცნობია, თუ რამდენმა იმიგრანტმა შეძლო სხვა სტატუსის მოპოვება, რაც საშუალებას მისცემდა მათ, აშშ-ში ლეგალურად დარჩენილიყვნენ.

CHNV-ის პროგრამა თავდაპირველად 2022 წელს ვენესუელელებისთვის შეიქმნა, ხოლო შემდეგ ზემოხსენებულ სხვა 3 ქვეყანაზეც გავრცელდა.

პროგრამა უფლებას აძლევდა იმიგრანტებსა და მათ უახლოესი ოჯახის წევრებს აშშ-ში ჩასულიყვნენ, თუ მათ ამერიკელი სპონსორიც ჰყავდათ და ქვეყანაში ლეგალური იმიგრანტის დროებითი სტატუსის ქვეშ მაქსიმუმ 2 წლის განმავლობაში დარჩენილიყვნენ. პროგრამის მიზანი არალეგალური მიგრაციის შემცირება, მექსიკასთან საზღვრის დაცულობის გაუმჯობესება და იმიგრანტებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეთავაზება იყო.

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა 21 მარტს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პროგრამამ დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია.

“[ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა იმიგრანტებს] შესაძლებლობა მისცეს, რომ ამერიკული სამუშაო ადგილებისთვის [ამერიკელებს] შეჯიბრებოდნენ და დაეკნინებინათ ამერიკელი მუშახელი; მათ აიძულეს საჯარო მოხელეები, რომ ხელი შეეწყოთ პროგრამებისთვის მაშინაც კი, როდესაც თაღლითობა გამოვლინდა; მათ კონგრესში რესპუბლიკელებს დააბრალეს ქაოსისა და კრიმინალის ზრდა, რაც ამან გამოიწვია”. – BBC-ის ცნობით, წერია დეპარტამენტის განცხადებაში.

გამოცემის ცნობითვე, ტრამპი დროებითი ლეგალური სტატუსის შეჩერებას განიხილავს 240 000 უკრაინელისთვისაც, რომლებიც აშშ-ში ომის დაწყების შემდეგ ჩავიდნენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია
ახალი ამბები

დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია

14:53 02-25-2026
ლიბერთის Top|Card 2 წლისაა
ახალი ამბები

ლიბერთის Top|Card 2 წლისაა

14:38 02-25-2026
მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?
ახალი ამბები

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?

15:59 02-24-2026
თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

13:51 02-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved