• რეკლამა
  • კონტაქტი
21:58, შაბათი, 10 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტრამპი, თუ ბაიდენი? – ხვალ აშშ-ში არჩევნებია, ვისი გამარჯვება სურთ რუსეთს, ჩინეთსა და ირანს?

ალია ავტორი - ალია
15:28 11-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

აშშ-ში 3 ნო­ემ­ბერს პრე­ზი­დენტს აირ­ჩე­ვენ. ერ­თმა­ნეთს მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი, “რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის” ლი­დე­რი, დო­ნალდ ტრამ­პი და “დე­მოკ­რა­ტე­ბის” ლი­დე­რი, ყო­ფი­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, ჯო ბა­ი­დე­ნი და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან.

მო­ახ­ლო­ე­ბულ არ­ჩევ­ნებს ინ­ტე­რე­სით აკ­ვირ­დე­ბა მსოფ­ლიო და კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რია არ­ჩევ­ნებ­ში უცხო ქვეყ­ნე­ბის გავ­ლე­ნის სა­კი­თხი. ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა BBC აღ­ნიშ­ნულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვრცელ ანა­ლი­ტი­კურ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს სა­თა­უ­რით – “აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი – ვისი გა­მარ­ჯვე­ბა სურთ რუ­სეთს, ჩი­ნეთ­სა და ირანს,” სა­დაც გან­ხი­ლუ­ლია ამ სამი ქვეყ­ნის მცდე­ლო­ბე­ბი აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე გავ­ლე­ნის მო­სახ­დე­ნად. გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ის შემ­ცი­რე­ბულ ვერ­სი­ას.

რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, ამე­რი­კელ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა შე­ფა­სე­ბით, უცხო ქვეყ­ნის ძა­ლე­ბი მი­მარ­თა­ვენ “ფა­რულ და ცხად მცდე­ლო­ბებს“ ამომ­რჩე­ველ­თა მო­საზ­რე­ბა­ზე გავ­ლე­ნის მო­სახ­დე­ნად და ამ უცხო ქვეყ­ნებ­ში ისი­ნი რუ­სეთს, ჩი­ნეთ­სა და ირანს გუ­ლის­ხმო­ბენ.

მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, ეს სამი ქვე­ყა­ნა არ მოქ­მე­დებს ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბუ­ლად. აშშ-ის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­ში თვლი­ან, რომ ყვე­ლა მათ­განს აქვს სა­კუ­თა­რი მი­ზა­ნი და მოქ­მე­დე­ბის სა­კუ­თა­რი გეგ­მა.

  • რუ­სე­თი

რას ამ­ბობს აშშ-ის დაზ­ვერ­ვა? – რო­გორც BBC წერს, 2016 წლის ამე­რი­კის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს, რუ­სეთს “სცე­ნის ქურ­დის“ როლი ჰქონ­და. აშშ-ის დაზ­ვერ­ვას მი­აჩ­ნია, რომ რუ­სეთ­მა სცა­და ამომ­რჩე­ველ­ზე გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნა, რათა მათ არ­ჩე­ვა­ნი დო­ნალდ ტრამ­პის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, რა­ზეც მე­ტყვე­ლებს შემ­დე­გი ფაქ­ტე­ბი:

  • კი­ბერ-შე­ტე­ვა ტრამ­პის მა­შინ­დელ ოპო­ნენტ ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნის საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ა­სა და “დე­მოკ­რა­ტებ­ზე”.
  • შეხ­ვედ­რა ტრამ­პის გუნდსა და რუ­სე­თის ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს შო­რის.
  • ის ფაქ­ტი, რომ რუ­სე­თის სა­მიზ­ნე იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ამომ­რჩევ­ლე­ბის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზე­ბი.
  • ყალ­ბი მა­სა­ლე­ბის ინ­ტერ­ნე­ტით გავ­რცე­ლე­ბა..

2020 წელს ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნის ნაც­ვლად დო­ნალდ ტრამ­პის კონ­კუ­რენ­ტი ჯო ბა­ი­დე­ნია და რუ­სე­თი ამ­ჯე­რად ბა­ი­დე­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ცდი­ლობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რის ფორ­მი­რე­ბას.

“რუ­სე­თი იყე­ნებს რიგ ზო­მებს ყო­ფი­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის “გა­სა­შა­ვებ­ლად“, – ამის შე­სა­ხებ აშშ-ის კონ­ტრდაზ­ვერ­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა უი­ლი­ამ ევა­ნი­ნამ გა­ნა­ცხა­და.

FBI-ის დი­რექ­ტო­რის, კრი­ტო­ფერ რეის აზ­რით კი, რუ­სეთს არას­დროს შე­უ­წყვე­ტია აშშ-ის პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­რე­ვა. მისი თქმით, ქვე­ყა­ნას ჰქონ­და მცდე­ლო­ბა 2018 წლის კონ­გრე­სის არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვის და ეს იყო ერ­თგვა­რი რე­პე­ტი­ცია 2020 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის “დიდი შო­უს­თვის”.

რუ­სე­თი მუდ­მი­ვად უარ­ყოფს მსგავს ბრალ­დე­ბებს. 2020 წლის და­სა­წყის­ში კრემ­ლის პრეს-სპი­კერ­მა ყო­ვე­ლი­ვეს “პა­რა­ნო­ი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი“ უწო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ გან­ცხა­დე­ბებს სა­ერ­თო არა­ფე­რი ჰქონ­და სი­მარ­თლეს­თან.

ანა­ლი­ტი­კოს­თა შე­ფა­სე­ბით, რუ­სე­თის მი­ზა­ნია, დაბ­ნე­უ­ლო­ბი­სა და ქა­ო­სის შექ­მნით, დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მოწ­ვე­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბათ უშუ­ა­ლოდ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტებს, ჯო ბა­ი­დე­ნი რუ­სეთს ამე­რი­კის “მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს“, ხოლო დო­ნალდ ტრამპს “პუ­ტი­ნის ლეკვს” უწო­დებს. პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პი კი ამ­ბობს, რომ ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რუ­სე­თი ამე­რი­კის შიდა საქ­მე­ებ­ში ერე­ო­დეს, რი­თაც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის სა­კუ­თა­რი დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის წრმო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბებ­თან.

  • ჩი­ნე­თი

რას ამ­ბო­ბენ აშშ-ის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­ში? – ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ რუ­სეთ­ზე უფრო მეტ საფრ­თხეს 2020 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სას ჩი­ნე­თის­გან უნდა ელო­დონ.

“ჩი­ნეთს ურ­ჩევ­ნია, რომ პრე­ზი­დენ­ტმა ტრამპმა, რო­მელ­საც პე­კი­ნი არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დად მი­იჩ­ნევს, არ­ჩევ­ნებ­ში მე­ო­რე ვა­დით არ გა­ი­მარ­ჯვოს“, – ამ­ბობს აშშ-ის კონ­ტრდაზ­ვერ­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, უი­ლი­ამ ევა­ნი­ნა.

მი­სი­ვე თქმით, ჩი­ნე­თი ცდი­ლობს გავ­ლე­ნის გა­ფარ­თო­ე­ბას და ძა­ლის­ხმე­ვას არ იშუ­რებს აშშ-ში სა­სურ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მოს შე­საქ­მნე­ლად. ევა­ნი­ნა აღ­ნიშ­ნავს, რომ ჩი­ნე­თი წი­ნა­ა­აღ­მდე­გია იმ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, რომ­ლე­ბიც ამ ქვე­ყა­ნას აკ­რი­ტი­კე­ბენ და მისი ინ­ტრე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ­ნი არი­ან. ასე­ვე, ჩი­ნეთს აქვს მე­თო­დე­ბი, გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს მო­საზ­რე­ბებ­ზე, მათ შო­რის, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით. ამე­რი­კის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ჩი­ნე­თის გან­ზრახ­ვა შე­საძ­ლოა, გა­ცი­ლე­ბით უფრო მეტი იყოს, ვიდ­რე ეს ერთი შე­ხედ­ვით ჩანს.

ჩი­ნეთ­მა უარ­ყო სხვა ქვეყ­ნე­ბის სა­ში­ნაო საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვის შე­სა­ხებ ბრალ­დე­ბა და ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ნა­ცხა­და, რომ სხვა ქვეყ­ნის საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვის “არც ინ­ტე­რე­სი აქვთ და არც სურ­ვი­ლი“.

რას ამ­ბო­ბენ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბი? – პრე­ზი­დენ­ტმა ტრამპმა “ტვი­ტერ­ზე“ და­წე­რა, რომ ჩი­ნე­თის ფა­ვო­რი­ტი არ­ჩევ­ნებ­ში ჯო ბა­ი­დე­ნია. “რა თქმა უნდა, მათ ბა­ი­დე­ნი სურთ. ჩი­ნე­თი გა­ა­ტა­რებს თა­ვის ინ­ტე­რე­სებს ამე­რი­კა­ში, თუ ბა­ი­დე­ნი გა­ი­მარ­ჯვებს“, – და­წე­რა ტრამპმა. რაც შე­ე­ხე­ბა ჯო ბა­ი­დენს, ის შე­ე­ცა­და ტრამ­პის ბრალ­დე­ბის­გან თავი და­ეღ­წია და გა­ნა­ცხა­და, რომ რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა აშშ-ის არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვას, რუ­სე­თია ის ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც იქ­ცე­ვა აგ­რე­სი­უ­ლად.

  • ირა­ნი

რას ამ­ბო­ბენ აშშ-ის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­ში? – ევა­ნი­ნა თა­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში ამ­ბობს, რომ ირა­ნი წი­ნა­აღ­მდე­გია დო­ნალდ ტრამ­პის მე­ო­რე ვა­დით არ­ჩე­ვის. ირანს სჯე­რა, რომ თუ ტრამ­პი გა­ი­მარ­ჯვებს, ეს გა­მო­იწ­ვევს ირან­ზე აშშ-ის ზე­წო­ლის გაგ­რძე­ლე­ბას ირან­ში არ­სე­ბუ­ლი რე­ჟი­მის შეც­ვლის მცდე­ლო­ბის კუ­თხით.

მისი თქმით, ირა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და ან­ტი­ა­მე­რი­კუ­ლი კონ­ტენ­ტის გავ­რცე­ლე­ბა­ზე. ამას­თან, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი გი­გან­ტი Microsoft აცხა­დებს, რომ რუ­სეთ­თან, ჩი­ნეთ­თან და ირან­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჰა­კე­რე­ბი ცდი­ლო­ბენ, დიდი როლი შე­ას­რუ­ლონ აშშ-ის არ­ჩევ­ნებ­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის კუ­თხით. ყო­ვე­ლი­ვეს ადას­ტუ­რე­ბენ აშშ-ის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხურ­შიც.

დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, ირა­ნელ ჰა­კერ­თა ჯგუ­ფი თეთ­რი სახ­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი­სა და დო­ნალდ ტრამ­პის სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ან­გა­რი­შებ­ზე წვდო­მას შე­ე­ცა­და მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ი­სი­სა და ივ­ნი­სის პე­რი­ოდ­ში, თუმ­ცა წა­რუ­მა­ტებ­ლად.

ირა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პრეს-სპი­კერ­მა ბრალ­დე­ბებს ფარ­სი უწო­და. “ირა­ნი არ არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იმით, თუ ვინ შევა თეთ­რი სახ­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო რე­ზი­დენ­ცი­ა­ში“, – გა­ნა­ცხა­და საედ ხა­თიბ­ზა­დემ.

ექ­სპერტთა შე­ფა­სე­ბით, ირა­ნის მი­ზა­ნი რე­გი­ო­ნა­ლუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბის მო­პო­ვე­ბაა.

“ირა­ნის მიერ ციფ­რულ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი პირ­და­პირ ასა­ხავს ამ ქვეყ­ნის მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბას და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ მიზ­ნებს. შე­სა­ბა­მი­სად, ირა­ნის ამოც­ნო­ბა სხვა მო­თა­მა­შე­ებ­თან შე­და­რე­ბით უფრო მარ­ტი­ვია“, – ნათ­ქვა­მია ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს მოხ­სე­ნე­ბა­ში.

წყარო – ამბები.ჯი

თეგები: აშშ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved