• რეკლამა
  • კონტაქტი
22:26, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტრამპი ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ბიზნესურთიერთობებში არიან, აშშ-სთან ვაჭრობისას 25%-იანი ტარიფს უწესებს

ალია ავტორი - ალია
10:25 01-13-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განაცხადებით, ნებისმიერი ირანთან ბიზნესურთიერთობაში მყოფ ქვეყანას, აშშ-სთან ვაჭრობისას 25%-იანი ტარიფი დაუწესდება. ვაშინგტონი ამ ნაბიჯით ირანში შექმნილ ვითარებას პასუხობს, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტი მიმდინარეობს.

როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, “განკარგულება საბოლოო და შეუცვლელია”. ამასთან ტარიფები „დაუყოვნებლივ ამოქმედდა“. თუმცა რომელ ქვეყნებს შეეხება ტარიფები ან რა იგულისხმება „ირანთან ბიზნესის წარმოებაში“ აშშ-ის პრეზიდენტი არ აკონკრეტებს.

„ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ბიზნესს აწარმოებს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან წარმოებულ ნებისმიერ და ყველა ბიზნეს ოპერაციაზე 25%-იან ტარიფს გადაიხდის“, — დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

Reuters-ი წერს, რომ თეთრი სახლის ვებგვერდზე აღნიშნული პოლიტიკის შესახებ ოფიციალური დოკუმენტაცია არ გამოქვეყნებულა. ასევე არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია იმ სამართლებრივი ბერკეტების შესახებ, რომლებსაც ტრამპი ტარიფების დასაწესებლად გამოიყენებდა, ან გავრცელდებოდა თუ არა ეს ზომები ირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე. თეთრ სახლს გამოცემის კომენტარის მოთხოვნაზე პასუხი არ გაუცია. Reuters-ის მასალაში აღნიშნულია, რომ ირანი, ნავთობის მწარმოებელ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) წევრი, წლებია ვაშინგტონის მკაცრი სანქციების ქვეშ იმყოფება. ის საკუთარი ნავთობის დიდ ნაწილს ჩინეთში ყიდის, ხოლო მის სხვა ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის არიან თურქეთი, ერაყი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ინდოეთი.

ვაშინგტონში ჩინეთის საელჩომ ტრამპის მიდგომა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ჩინეთი მიიღებს „ყველა საჭირო ზომას“ საკუთარი ინტერესების დასაცავად და ეწინააღმდეგება „ნებისმიერ უკანონო ცალმხრივ სანქციასა და ექსტრატერიტორიულ იურისდიქციას“ (ე.წ. „გრძელი მკლავის“ იურისდიქციას).

„ჩინეთის პოზიცია ტარიფების განურჩეველი დაწესების წინააღმდეგ თანმიმდევრული და ნათელია. სატარიფო და სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ, ხოლო იძულება და ზეწოლა პრობლემებს ვერ აგვარებს“, — განაცხადა ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელმა პლატფორმა X-ზე.

იაპონიამ და სამხრეთ კორეამ, რომლებმაც გასულ წელს აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმებები გააფორმეს, განაცხადეს, რომ ყურადღებით აკვირდებიან მოვლენების განვითარებას.

„ჩვენ… ვგეგმავთ მივიღოთ ნებისმიერი საჭირო ზომა, როგორც კი აშშ-ის მთავრობის კონკრეტული ქმედებები გახდება ცნობილი“, — ნათქვამია სამხრეთ კორეის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში.

იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივნის მოადგილემ, მასანაო ოძაკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტოკიო „საგულდაგულოდ შეისწავლის ნებისმიერი ღონისძიების კონკრეტულ შინაარსს მათი გამოკვეთისთანავე, ასევე მათ პოტენციურ გავლენას იაპონიაზე და შესაბამის რეაგირებას მოახდენს“.

ცნობისთვის, ირანში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციები იმართება, რომლებიც თავდაპირველად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო უკმაყოფილებით დაიწყო, შემდეგ კი სასულიერო მმართველობის დამხობის მოთხოვნებში გადაიზარდა. აშშ-ში ბაზირებული უფლებადამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს ინფორმაციით, 28 დეკემბერს პროტესტის დაწყებიდან დღემდე დადასტურებულია 599 ადამიანის გარდაცვალება, რომელთაგან 510 მომიტინგეა, ხოლო 89 — უსაფრთხოების ძალების თანამშრომელი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved