აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, თავდაცვის უწყებას დაავალა, დაუყოვნებლივ დაიწყოს აშშ-ის ბირთვული იარაღის გამოცდა სხვა ქვეყნებთან თანაბარ პირობებში.
მისი თქმით, აშშ-ს ყველა სხვა ქვეყანაზე მეტი ბირთვული იარაღი აქვს, რუსეთი მეორე ადგილზეა, ჩინეთი – მესამეზე.
„აშშ-ს ყველა სხვა ქვეყანაზე მეტი ბირთვული იარაღი აქვს, რუსეთი მეორე ადგილზეა, ჩინეთი – მესამეზე. უზარმაზარი დამანგრეველი ძალის გამო, მძულდა ამის გაკეთება, მაგრამ არჩევანი არ მქონდა! რუსეთი მეორე ადგილზეა, ჩინეთი კი – შორეულ მესამეზე, თუმცა 5 წელიწადში გაგვითანაბრდება. სხვა ქვეყნების მიერ პროგრამების გამოცდის გამო, დავავალე ომის დეპარტამენტს, რომ დაიწყოს ჩვენი ბირთვული იარაღის გამოცდა თანაბარ საფუძველზე. ეს პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება“, – განაცხადა ტრამპმა.
			

                                
                                

                                









კომენტარები