• რეკლამა
  • კონტაქტი
08:13, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტრამპი ადასტურებს, რომ უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად კონგრესმენ მაიკ უოლცს დანიშნავს

ალია ავტორი - ალია
01:22 11-13-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
268

აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე დაადასტურა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად კონგრესმენ მაიკ უოლცს დანიშნავს.

“ჩემი პატივია გაცნობით, რომ კონგრესმენი მაიკ უოლცი ამგვარად ინიშნება, რომ იმსახუროს ჩემს კაბინეტში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჩემს მრჩევლად. მაიკი პირველი მწვანე ბერეტია [აშშ-ს სპეცდანიშნულების ძალები], რომელიც კონგრესში აირჩიეს და მანამდე თეთრ სახლსა და პენტაგონში მსახურობდა”. – წერს ტრამპი.

უოლცი კონგრესში პირველად 2018 წელს აირჩიეს, სადაც მან ფლორიდის ამჟამინდელი გუბერნატორი, რონ დესანტისი, ჩაანაცვლა. იგი ასევე მსახურობდა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა და სადაზვერვო კომიტეტებში.

2020 წელს ვოლცმა, კიდევ 12 კონგრესმენთან ერთად, ხელი მოაწერა ანგარიშს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი “პუტინის ახლო მოკავშირედ” არის დახასიათებული

უოლცი პასუხისმგებელი იქნება ტრამპის ინფორმირებაზე უსაფრთხოების საკითხებში. აღსანიშნავია, რომ პოლკოვნიკი 2021 წლეს ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანას აკრიტიკებდა. ის დადებითად აფასებს ტრამპის მოსვლას და თვლის, რომ ის პენტაგონში არსებულ სიტუაციას შეცვლის.

ამასთანავე, უოლცი ჩინეთის წინააღმდეგ ხისტი პოლიტიკის გატარების მომხრედ ითვლება. მან 2021 წელს განაცხადა, რომ აშშ ჩინეთთან მიმართებით “ცივ ომში” იმყოფება.

2022 წელს უოლცმა უკრაინისთვის “ლენდ-ლიზის” ამოქმედებას დაუჭირა მხარი. მას ნათქვამი აქვს, რომ “უკრაინაში რუსეთის შეჩერება” აშშ-ს მხრიდან სწორი იქნება. ომის დაწყების შემდეგ კი უოლცი ბაიდენის ადმინისტრაციას 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე რუსეთის “ვერშეკავებისთვის” და ასევე სუსტი საგარეო პოლიტიკისთვის აკრიტიკებდა.

თეგები: მაიკ უოლცი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved