ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი 9 ოქტომბერს ბათუმში გამართულ საქართველო-საბერძნეთის ნაკრებების თამაშს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ქართველ ფეხბურთელებს აკრიტიკებს.
“არ ვიცი, რა სჭირთ ჩვენი ნაკრების ფეზბურთელებს. რა უნიათოდ თამაშობენ.
ფეხბურთიც არ უყვართ.
არ იხარჯებიან, არ იბრძვიან.
ბოლოადაბოლოს, დღრს ბათუმში იყო თამაში ბერძნებთან და შავი სამკლაურისთვის მაინც ეთამაშათ, ტრაგიკულად დაღუპულების ხსოვნისთვის მაინც ეცათ პატივი.
0:2 წავაგეთ და უკვე, მესამე მსოფლიო შესარჩევი ციკლია, თამაში არ მოგვიგია.
წაგებას უიღბლობახაც ტყუილად ვაბრალებთ. გოლი გააქვს ფეხბურთელს, ბურთს აწვდის ფეხბურთელი, თამაშობს ფეხბურთელი და როცა არაფერს აკეთებ, იღბალი რა შუაშია?”, – წერს ჩანადირი.
tia.ge
კომენტარები