უკრაინის უშიშროების სამსახური ბროვარში მომხდარ ავიაკატასტროფაზე პირველ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დაწყებულია გამოძიება და განიხილება რამდენიმე ვერსია:
“უკრაინის უშიშროების სამსახურის გამომძიებლებმა კიევის რეგიონში, ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტზე წინასწარი გამოძიება დაიწყეს.
ამჟამად ტრაგედიის რამდენიმე ვერსია განიხილება, მათ შორის:
▪️ ფრენის წესების დარღვევა;
▪️ ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა;
▪️ მიზანმიმართული ქმედებები მანქანის განადგურების მიზნით.
SBU-ს თანამშრომლები ატარებენ საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებს, რათა დადგინდეს ყველა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და ტრაგედიის დეტალები.” აცხადებს SBU.
„მთავარი არხი“
კომენტარები