• რეკლამა
  • კონტაქტი
04:08, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტრაგედია პირბადით – თავის ტვინის კვალი ასფალტზე ჯერ კიდევ რჩება”

ალია ავტორი - ალია
00:32 05-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ჟურნალისტი, ირინა არდაშელია, mshobeli.ge-ზე აქვეყნებს ბლოგს:

ხმა – ხმა დავარდნის, სავარაუდოდ თავის გახეთქვის…

პირველი, რამაც თავში ახალგაზღვიძებულზე გაიელვა, ზუსტად ის, იყო, რაც რეალურად აღმოჩნდა, კაცი გადმოვარდა მე-16 სართულიდან…

ბაბუს ხმა – ბაბუ მეზობელია, იმის ქვედა აივანზე სიგარეტს ეწეოდა, საიდანაც კაცი გადმოვარდა…

ქალის ხმა – ქალი კიოდა, ოღონდ გაუაზრებლად… იცოდა, რომ კაცი გადავარდა, მაგრამ ვინ, ჯერ არავინ ვიცოდით… მე-15-დან ლიფტის ჩასვლა გაჭიანურდა, პირველ სართლამდე გზა კილომეტრად იქცა… ქალმა პირველმა ნახა უცხო ადამიანის უსულო სხეული…

ის უცხო იყოს ჩვენთვის და ამან თითიქოს, წამიერად ეგოისტურად გაგვახარა…

ნაცნობის დაკარგვის შიში, მალე შეცვალა პასუხისმგებლობის გრძნობამ…

როგორ და რატომ ავიდა უცხო ადამიანი ჩვენ აივანზე?!… ნეტა ძაღლი ყოფილიყო გარეთ, ხომ დაუყეფებდა… იქნება აივანზე მჯდომი ბაბუ გამოლაპარაკებოდა და გაეფანტა ცუდი ფიქრები… იქნებ ფანჯრიდან გადამეხედა და დამენახა როგორ იდგა აივანზე…

პარალელურად კი ვიღაცამ დაინახა, უყურა როგორ იდგა კაცი აივნის მუაჯირზე, ადევნებდა თვალს და ის ვერ მოიფიქრა 112-ში დაერეკა, ერთი ამბობს, რომ წინაზეც ნახა და დაუძახა…

რატომ ავიდა უცხო ადამიანი უცხო აივანზე, ახლომახლო კორპუსებიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალ სართულზე… თავი მოიკლა? – ჰო, ალბათ… თავი მოიკლა პირბადით… ის ვიღაც უცხო, ადგილზე გარდაიცვალა…

ყვიროდა ბაბუ, კიოდა ქალი და ვტიროდი მე… მოვიდა სასწრაფო, მაგრამ ხელიც არ უხლია, აზრი არ ქონდა…

მოვიდა პოლიცია, შემოსაზღვრა შემთხვევის ადგილი, დაათვალიერა გარდაცვლილი და ფურცლების შესავსებად გვერდზე გავიდა…

აივნები სავსე იყო მაყურებლებით, ჯერ ყველა აივანი, ყველა ფანჯარა… მერე თანდათან შემცირდა და ალაგ-ალაგ დარჩნენ…

სასწრაფო წავიდა… პოლიციას მიეფარა ხეებს, უსულო სხეული კი, რომელსაც ჯერ კიდევ არ ქონდა სახელი, დარჩა მარტო „თვითმკვლელობისთვის“ გამოყენებული კორპუსის კიბესთან…

ორ საათიანი წყვეტილი კადრები, ძალიან გავდა ცხოვრებას… დარჩა პასუხსგაუცემელი კითხვა – რატომ?…

ვიღაცამ იცოდა, რომ მანდ ეს ერთხელ უკვე ცადა… შეიძლება სხვამაც, მაგრამ არაფერი ან ვერაფერი ქნა… მას მიზეზები ჰქონდა დაგროვილი უცხო აივანზე ასასვლელად და ან ვერავის გაუმხილა, ან გაუმხილა და არავინ დაეხმარა… თუმცა მერე ყველამ უყურა სცენას სახლის აივნებიდან…

ყველამ ვიტირეთ… იტირებს ოჯახი და საბოლოოდ ესეც კიბესთან დაგდებული უსულო სხეულის ბოლო კადრივით დარჩება ყველას და ყველაფერს…

თავის ტვინის კვალი ასფალტზე ჯერ კიდევ რჩება… მასაც მორეცხავს მალე წვიმა…

P.S. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

ირინა არდაშელია – mshobeli.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved