ბორჯომში, ლიკანის ტყეში 39 წლის კაცს ხე დაეცა. “ტვ პირველის” ინფორმაციით, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა 22 აგვისტოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ტრაქტორისტთან ერთად ტყიდან ხე გამოჰქონდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.
გარდაცვლილი სოფელ საკირეს მკვიდრია, მას მეუღლე და სამი შვილი ჰყავს.
ჯერჯერობით უცნობია, დაიწყო თუ არა საქმეზე გამოძიება.
კომენტარები