• რეკლამა
  • კონტაქტი
15:14, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ტყულად ხარობს ის ხალხი, ვისაც ჰგონია, რომ ამ ქვეყნებში პოლიტიკური კრიზისები უკრაინის ომმა გამოიწვია“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
20:03 07-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
423

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

– ბატონო სოსო, ბრიტანეთისა და ესტონეთის პრემიერები, ბორის ჯონსონი და კაია კალსი გადადგნენ, იტალიის პრემიერი, მარიო დრაგი მიდიოდა პოსტიდან, მაგრამ პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა მისი სურვილი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცსაც ცუდად აქვს საქმე და მალე დატოვებს პოსტს. რა ხდება? ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, უკრაინის ომმა გამოიწვია ეს სამთავრობო კრიზისები ევროკავშირის ქვეყნებში, კონკრეტულად კი, ომით გამოწვეული ეკონომიკური და  სოციალური პრობლემები სახელდება. ასეა?

– უკრაინის ომმა არა მარტო ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში გამოიწვია ეკონომიკური და სხვა სახის პრობლემები, მაგრამ ეს სამთავრობო კრიზისები ამ ომს არ უკავშირდება. ბორის ჯონსონმა კორონაპანდემიის დროს, როდესაც მთელ ბრიტანეთში აკრძალვები იყო, ხალხმრავალი წვეულება გადაიხადა  და ეგ იყო მისი გადადგომის მთავარი მიზეზი. სად იყო მაშინ უკრაინის ომი? ჯონსონს თავის პარტიაშიც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა და ესეც უკრაინის ომამდე იყო. ჯერ ჯონსონისთვის არც ერთ ბრიტანელ პოლიტიკოსს არ წაუყენებია პრეტენზია, უკრაინას ფულით და იარაღით ეხმარები და ამით ქვეყნას რაღაც აკლდებაო. პირიქით, ყველა იმას საყვედურობდა, უფრო მეტად უნდა დავეხმაროთ უკრაინასო. ესტონეთშიც ჩვეულებრივი სამთავრობო ცვლილებები მოხდა და ევროპაში ეს, სამთავრობო კრიზისები, ჩვეულებრივი  ამბავია. თუ შოლცი გადადგა, არც ეს იქნება პრობლემა, გერმანია უკრაინის მიმართ თავის დამოკიდებულებას არ შეცვლის. მეტიც, გერმანიაში, ორ რეგიონში წააგო შუალედური არჩევნები შოლცის „სოციალ-დემოკრატიულმა“ პარტიამ და მიზეზი ის იყო, რომ გერმანია უკრაინას არ ეხმარება ისე, როგორც ამას ხალხი ითხოვს. იტალიაში, მეორე მსოფლიო ომის მერე, 94 მთავრობა გადადგა ვადაზე ადრე, 94-ჯერ იყო სამთავრობო კრიზისი და მარიო დრაგი თუ გადადგა, რაღა ეს იქნება განსაკუთრებული მოვლენა, გასაკვირი და უკრაინის ომთან კავშირში?  95-ე შემთხვევა იქნება და მორჩა. ტყულად ხარობს ის ხალხი, ვისაც ჰგონია, რომ ამ ქვეყნებში პოლიტიკური კრიზისები უკრაინის ომმა გამოიწვია და ახალი მთავრობები უკრაინას ძველებურად აღარ დაეხმარებიან. აქ მთავარი ბრიტანეთია, კონსერვატორები რჩებიან ხელისუფლებაში და ვინ შესცვლის ჯონსონს, ეს ბრიტანეთის რუსეთ-უკრაინის ომთან დამოკიდებულებას არ შეცვლის. მით უფრო, პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი კანდიდატი, საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასია და ეს ქალი უფრო რადიკალურია რუსეთთან მიმართებაში, ვიდრე ჯონსონი. არც სხვა კანდიდატებს ეხატებათ გულზე რუსეთი. ევროპაში ეკონომიკური და სოციალური პრობლემები ამ ომმა კი არა, პანდემიამ გამოიწვია, ტრილიონები დაკარგა ევროკავშირმა, ხალხს შემოსავალი შეუმცირდა, ხარჯები გაეზარდა. ამით ოპოზიციური პარტიები სარგებლობენ და შედეგებიც სახეზეა. ცივილიზებულ, დემოკრატიულ სამყაროში ძალიან დიდია საზოგადოების მოთხოვნა, დაეხმარონ უკრაინას იმაზე მეტად, ვიდრე კონკრეტული ქვეყნები ეხმარებიან და ვიდრე ეს განწყობაა საზოგადოებაში, ვერავინ წავა ხალხის წინააღმდეგ, ვერც ერთი დემოკრატიული ქვეყნის მთავრობა ვერ შეაჩერებს ამ დახმარებას. ამერიკაშიც კი ეს ტენდენციაა. დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნებში იყრის კენჭს. ტრამპმა განაცხადა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი, უფრო მეტ დახმარებას გავუწევდი უკრაინას და მეტიც, რუსეთი ვერ გაბედავდა უკრაინაში ომის დაწყებასო.

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved