ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
,,რა განსხვავებაა შარშან მიღებულ გადაწყვეტილებასა და დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას შორის, რომელიც დიპპასპორტიანი ქოცებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ეხება:
შარშანდელი გადაწყვეტილება მიიღო ევროპულმა საბჭომ და ავტომატურად არ ნიშნავდა, რომ ამოქმედდებოდა ყველა ქვეყანაში, ქვეყნებს თვითონ უნდა მიეღოთ ამის შემდეგ გადაწყვეტილება. მაგალითად უნგრეთს შეეძლო შეეშვა ნებისმიერპასპორტიანი ქოცი.
დღევანდელი გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა, უვიზოს შეჩერების ახალი მექანიზმის ფარგლებში, და ის სავალდებულოა ყველა ქვეყნისთვის, მიუხედავად იმისა, უჭერს თუ არა მხარს ამ გადაწყვეტილებას. ანუ უნგრეთიც ვეღარ შეუშვებს დიპპასპორტიან ქოცს.
ტყუილად ღლიცინებთ ქოცებო. დიდი განსხვავებაა შარშანდელ და დღევანდელ გადაწყვეტილებებს შორის.“














კომენტარები