• რეკლამა
  • კონტაქტი
03:45, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტყუილად ბრაზობთ კალაძეზე” – ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:26 07-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
649

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

“იმისთვის, რომ ქართველი ხალხის პოლიტიკური ქცევა განსაჯო პარტიების კონტექსტში და ამაზე კვალიფციური დასკვნები წარმოადგინო, ერთი მარტივი პირობა უნდა არსებობდეს – პარტიები უნდა არსებობდნენ.

რეალობა კი ისაა, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიები არ არსებობენ.

რასაც ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვუწოდებთ, ისინი არა პარტიები არამედ – უკეთეს შემთხვევაში საძმოები, ხოლო უარეს შემთხვევაში ოლიგარქის და დეგრადირებული ბელადის განგრენად ქცეული უჯრედებია.

საქართველოს მოსახლეობას არ ჰქონია შესაძლებლობა აერჩია პარტია თანამედროვე გაგებით.

პარტიაში ვგულისხმობ სუბიექტს, რომელსაც გააჩნია:

1) იდეოლოგია;

2) იდეოლოგიის საფუძველზე შექმნილი პოლიტიკური პროდუქტი;

3) ამომრჩეველი, რომელიც ამ პარტიის შინაარსით და პოლიტიკური პროდუქციითაა მოტივირებული;

4) არჩევნებიდან არჩევნებამდე ამომრჩეველთან კომუნიკაციის რესურსი;

5) ორგანიზაციული სტრუქტურა რომელიც ახალ წევრებს დამსახურებებზე დაფუძნებული კარიერული წინსვლის ბილიკს სთავაზობს;

6) დემოკრატიული მექანიზმი, რომელიც პარტიის ამომრჩეველს ლიდერშიფის ცვლის სამართლიან გზას სთავაზობს

(ნაცმოძრაობას ჰქონდა შანსი, არჩევნების წაგების შემდეგ – გიგა ამას ცდილობდა. მაგრამ ეს პარტია მისმა მშობელმა შეჭამა და მუცელში უდევს, ვიდრე კანალიზაციას გააყოლებს)

ევროპული საქართველო ახლა იქმნება.

დანარჩენები ისევ ოლიგარქის და ბელადის წყალობას ინაწილებენ, ან სადღეგრძელოებს სვამენ ერთიან ფრონტებზე.

ტყუილად ბრაზობთ კალაძეზე.

თუ პოლიტიკური სპექტრი კეზერაშვილის ჭკუაზე სირბილს გააგრძელებს, გვარამიას იმედის თვალით შეხედავს და მიშაზე ბღავლის გარდა სათქმელს არ დაიტოვებს, ბიძინა იქნება, იქნება, იქნება… იქამდე სანამ საკუთარი ზვიგენი არ აუმხედრდება და შეჭამს.

ამასობაში, ევროპული საქართველო • European Georgia თანამედროვე პარტიად ჩამოყალიბებას გააგრძელებს.

ანუ ისინი ვინც იძახით რომ ჩვენი გზა, გრძელი გზაა, დარწმუნდებით, რომ ყველაზე მოკლე ყოფილა.

იმიტომ რომ სხვა გზა არ არსებობს ?”

2024-ში და 2028-შიც, ქართული ოცნება გაიმარჯვებს – კალაძე

თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved