ტყიბულის შახტაში აფეთქება მოხდა. ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატის ბეჟან წაქაძის ინფორმაციით, ტყიბულის შახტაში მომხდარი აფეთქების შედეგად 8 ადამიანი მძიმედ დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას დეპუტატი სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
„სამწუხაროდ ქ. ტყიბულის შახტაში აფეთქება მოხდა.
აფეთქების შედეგად 8 ადამიანი მძიმედ დაშავდა, ხოლო ერთი პიროვნება გარდაიცვალა. დეპუტატ ბეჟან წაქაძის წამომადგენლობა შემთხვევის ადგილზე იმყოფება და აქტიურად მიმდინარეობს არსებული ვითარების გამომწვევი მიზეზების შესწავლა ასევე აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს მედპერსონალთან.
ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის
ოჯახსა და ახლობლებს.“
კომენტარები