• რეკლამა
  • კონტაქტი
07:47, ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტოვებს, თუ არა, დავით ბაქრაძე “ევროპულ საქართველოს”?

ალია ავტორი - ალია
18:27 02-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
258

როგორი იქნება კონკრეტული გადანაწილება პარტიის შიგნით იმ ხედვებისა და სიახლეების გათვალისწინებით, რაც გვინდა, უახლოეს სამ დღეში საზოგადოება გაიგებს ყველაფერს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

„პოლიტიკურ პარტიას, ისევე, როგორც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს, მუდმივად სჭირდება განახლება და დღეს საზოგადოების განწყობა არის ძალიან მკაფიო, რომ არა მხოლოდ ევროპული საქართველოსგან, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრისგან საზოგადოება ელოდება სიახლეებს, ახალ ხედვასა და განახლებას. აქედან გამომდინარე, „ევროპულ საქართველოშიც“ მიდის მსჯელობა, თუ რა ტიპის სტრუქტურული ცვლილებები უნდა მოხდეს პარტიაში და როგორი უნდა იყოს სამომავლო გეგმები. ეს მსჯელობა ჯერჯერობით მიმდინარეობს, ამიტომ მე დღეს ვერ დაგიდასტურებთ ვერანაირ გადაწყვეტილებას პერსონალური ან საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ.

უახლოეს დღეებში, კვირის ბოლომდე საზოგადოებას ეცოდინება ყველა დეტალი, მათ შორის, პირად გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც, მაგრამ ის, რაც დღეს შემიძლია, ხაზგასმით ვთქვა, არის ის, რომ როგორიც არ უნდა იყოს შიდაპარტიული გადალაგება ამ შემთხვევაში, ეს გავლენას არ მოახდენს საერთო პოზიციონირებაზე ოპოზიციის საერთო ამოცანებთან დაკავშირებით. კერძოდ, მხედველობაში მაქვს ოპოზიციის მიმდინარე ბრძოლა, პარლამენტის ბოიკოტი და პარლამენტში არშესვლის ნიშნად დაწერილი განცხადებები. ვერანაირი შიდაპარტიული გადანაწილება ამ პრინციპულ საკითხზე გავლენას ვერ მოახდენს და ვერ შეცვლის, ბოიკოტი დარჩება ძალაში, „ევროპული საქართველო“ დარჩება ოპოზიციურ ფლანგზე. როგორი იქნება კონკრეტული გადანაწილება პარტიის შიგნით იმ ხედვებისა და სიახლეების გათვალისწინებით, რაც გვინდა, უახლოეს სამ დღეში საზოგადოება გაიგებს ყველაფერს“

შეგახსენებთ,  დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიგი უგულავა და დავით ბაქრაძე მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. სწორედ ამან გამოიწვია გიგა ბოკერიასთან მათი დაპირისპირება, რის გამოც შესაძლოა, დავით ბაქრაძემ პარტია დატოვოს.

თეგები: დავით ბაქრაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved