• რეკლამა
  • კონტაქტი
02:26, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“, მზის ელექტროსადგურის ამოქმედებიდან 5 თვეში, ნახშირორჟანგის გარემოში გაფრქვევა 66 ტონით შეამცირა

ალია ავტორი - ალია
15:48 09-28-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
327

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ 280 კვტ.სთ სიმძლავრის მზისპანელების ელექტროსადგური, ექსპლუატაციაში შესვლიდან 5 თვის მანძილზე, მწვანე ენერგიას შეუფერხებლად გამოიმუშავებს და გარემოში ნახშირორჟანგის ემისიას ეფექტიანად ამცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

საქართველოში ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერის ცნობით, მზის ელექტროსადგურის ფუნქციონირების პარალელურად, სათავო ოფისის მთელ პერიმეტრზე მზის ენერგიაზე მომუშავე თვითდამუხტვადი სენსორული გარეგანათებაც დამონტაჟდა. ორივე პროექტის ამოქმედებით, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“, წლის განმავლობაში, მიმდინარე ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს, დანაზოგს კი კომპანიის განვითარებისა და ეკომეგობრული პროექტების განხორციელებისკენ მიმართავს.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, თინათინ მაკარიძის ინფორმაციით, 280 კვტ.სთ სიმძლავრის მზის პანელების ელექტროსადგურმა, რომელიც ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის 27 აპრილიდან შევიდა, 5 თვის მანძილზე 165 000 კვტ.სთ-ზე მეტი მწვანე ენერგია გამოიმუშავა და ამასთან ერთად, CO2-ის ემისია 66,1 ტონით შეამცირა.

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ AE SOLAR CO LTD-ის წარმოების სოლარ პანელებით 280 კვტ.სთ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის სამონტაჟო სამუშაოები კომპანია OHM Energy-მ უზრუნველყო. ელექტროსადგური 27 აპრილიდან ამოქმედდა და მას შემდეგ შეუფერხებლად და ეფექტიანად გამოიმუშავებს მწვანე ენერგიას. 5 თვის მანძილზე მზის ელექტროსადგურმა, რომელიც „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ენერგოქსელში ნეტოაღრიცხვის კვანძით არის ინტეგრირებული, 165 000 კვტ.სთ-ზე მეტი ენერგია გამოიმუშავა და რაც მთავარია, გარემოში ნახშირორჟანგის გაფრქვევა 66,1 ტონით შეამცირა. წინასწარი გაანგარიშებით, მზის პანელების ელექტროსადგური ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 300 000 კვტ.სთ მწვანე ენერგიით მოგვამარაგებს, რითაც კომპანიას, წლიურად, დაახლოებით, 160 000 ლარს დაუზოგავს,CO2-ის ემისიას კი 130 ტონით შეამცირებს. ვფიქრობთ, ერთი კომპანიის პირობებში, ეს უდავოდ კარგი მაჩვენებელია“, – განმარტავს თინათინ მაკარიძე.

როგორც „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი  აღნიშნავს, მზის პანელების ელექტროსადგურისა და მზის ენერგიაზე მომუშავე თვითდამუხტვადი სენსორული გარე განათების მოწყობისგადაწყვეტილება „ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“ ისეთი პრიორიტეტული გარემოსდაცვითი ფაქტორების გათვალისწინებით მიიღო, როგორიცაა: განახლებადი ენერგიის გამოყენების გზით გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირება, ნახშირორჟანგის გაფრქვევის მინიმიზაცია, ენერგოეფექტურობა და კომპანიის კუთვნილ სივრცეში ეკომეგობრული გარემოს შექმნა. თინათინ მაკარიძის თქმით, აღნიშნული პროექტების განხორციელებით, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ სრულ თანხვედრაშია „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ ფილოსოფიასთან, სოციალურ პასუხისმგებლობასა და გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებთან.

„ტოიოტა პირველი ავტომწარმოებელია, რომელმაც მიზნად დაისახა ექვსი გლობალური გარემოსდაცვითი გამოწვევა, რომლებიც 2050 წლამდე ეტაპობრივად უნდა შეასრულოს. ერთ-ერთი გამოწვევა CO2–ის ნულოვანი ემისიაა არა მხოლოდწარმოების პროცესსა და ავტომობილის სრული საექსპლუატაციო პერიოდის განმავლობაში, არამედ ყველა იმ ოფიციალურ წარმომადგენლობასა და სივრცეში, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ტოიოტას ქოლგის ქვეშ ფუნქციონირებს. ამ გამოწვევას ავტომწარმოებელი განახლებადი ენერგიისა და ინოვაციური ტექნოლოგიებითაღჭურვილი ენერგოეფექტური სისტემების გამოყენებით ახორციელებს, ზრუნავს გარემოს დაცვაზე, ეკომეგობრული წარმოების განვითარებასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე. „ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“ ეს გადაწყვეტილება სწორედ ტოიოტას გლობალური გარემოსდაცვითი გამოწვევების გათვალისწინებით მიიღო და განახორციელა 280 კვტ.სთ სიმძლავრის მზის პანელებისელექტროსადგურისა და მზის ენერგიაზე მომუშავე თვითდამუხტვადი გარე განათების დამონტაჟების პროექტები იმ მიზნით, რომ შეემცირებინა გარემოზე მავნე ზემოქმედება და ნახშირორჟანგის გაფრქვევა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მზის პანელების ელექტროსადგური, არის ენერგოეფექტური, ამცირებს CO2–ის ემისიას, არ გამოჰყოფს მხუთავ აირებს დაარ აქვს რადიაციული გამოსხივება. შესაბამისად, არ აზიანებსგარემოს და სრულიად უსაფრთხოა გარშემომყოფთათვის. იგივე შეიძლება ითქვას მზის ენერგიაზე მომუშავე სენსორულ გარე განათებაზეც, რომელიც ჩვენი სათავო ოფისის მთელ პერიმეტრზე და შიდა ეზოშია განთავსებული“, – აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

მისივე ინფორმაციით, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ენერგოეფექტური პროექტების დანერგვას, რითაც გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას უზრუნველყოფს, გარდა ამისა, ელექტროენერგიის მოხმარებაზე დაზოგილ თანხას კომპანიის ინფრასტრუქტურის განვითარებას, თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებას, მათ პროფესიულ და კარიერულ ზრდას, სხვადასხვა სახის სემინარებისა თუ ტრენინგების ორგანიზებასა და ახალი გარემოსდაცვითი პროექტების შემუშავება-დანერგვას მოახმარს.

თეგები: ტოიოტა ცენტრი თბილისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved