• რეკლამა
  • კონტაქტი
23:36, ხუთშაბათი, 4 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრი თბილისში“ მოთხოვნადი ავტონაწილების შეძენა-შეცვლაზე საზაფხულო აქცია მოქმედებს

ალია ავტორი - ალია
12:36 07-18-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
220

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“, 31 აგვისტოს ჩათვლით, სპეციალური საზაფხულო აქციის ფარგლებში, მომხმარებელს ტოიოტას ორიგინალი წარმოების ყველაზე მოთხოვნადი ავტონაწილების შეძენას 15%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ინფორმაციით, ფასდაკლება შეეხება ისეთ მოთხოვნად ორიგინალ ავტონაწილებს, როგორიცაა: სამუხრუჭე დისკები და სამუხრუჭე ხუნდები, ძრავის ზეთი და ზეთის ფილტრები, ძრავისა და სალონის ჰაერის ფილტრები, აკუმულატორები, ასევე, ნათურები, საქარე მინის მწმენდები და საწმენდი სითხეები. მაგალითად, საზაფხულო აქციის ფარგლებში, ძრავაში ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეცვლას Toyota C-HR-ის მძღოლები 135 ლარად შეძლებენ, Toyota PRADO-ს შემთხვევაში კი – 180 ლარად. სპეციალური ფასია დაწესებული ხუნდების შეძენა-შეცვლის მომსახურებაზეც, მათ შორის, Toyota LAND CRUISER 200-ის წინა ხუნდებზე – 300 ლარი, ხოლო უკანა ხუნდებზე – 200 ლარი; Toyota FJ CRUISER-ის, Toyota 4RUNNER-ის და LAND CRUISER PRADO-ს წინა ხუნდებზე სპეცფასი 270 ლარია, ხოლო უკანა ხუნდებზე – 190 ლარი.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, ავტომობილის ტექნიკური გამართულობისთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა ტოიოტას ორიგინალი ავტონაწილებითა და ოფიციალური ავტორიზებული სერვისცენტრის მომსახურებით ისარგებლოს. „ტოიოტა ცენტრ თბილისში“, საზაფხულო აქციის ფარგლებში შეთავაზებული სათადარიგო ავტონაწილები, სითხეები თუ აქსესუარები გარანტირებულად ორიგინალი წარმოების და უმაღლესი ხარისხისაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ცენტრში მისულ მომხმარებელს მომსახურებას უწევენ „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული და მრავალჯერ გადამზადებული პროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებიც ავტომობილს უმოკლეს დროში განაახლებენ, ხოლო სერვისზე წინასწარ ჩაწერის შემთხვევაში, მომხმარებელი მომსახურებას ლოდინის გარეშე მიიღებს.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ინფორმაციით, მომხმარებელს, რომელსაც სპეციალური საზაფხულო აქციით სარგებლობა სურს, შეუძლია წინასწარ დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116;  www.toyota-tbilisi.com

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

პროტური ფოთი 2025 – თიბისი წყალსათხილამურო საერთაშორისო ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

პროტური ფოთი 2025 – თიბისი წყალსათხილამურო საერთაშორისო ტურნირის მხარდამჭერია

14:20 09-04-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ზრდა ნორმალიზდება, თუმცა კვლავ ძლიერია
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ზრდა ნორმალიზდება, თუმცა კვლავ ძლიერია

13:06 09-04-2025
თიბისი კონცეპტის ტრადიციულად მრავალფეროვანი- Back To School შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის ტრადიციულად მრავალფეროვანი- Back To School შეთავაზებები

12:20 09-04-2025
„ლილისი“ – საოჯახო საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

„ლილისი“ – საოჯახო საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:49 09-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved