• რეკლამა
  • კონტაქტი
05:23, ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს მოთხოვნადი ავტონაწილების შეძენა-შეცვლას ხელსაყრელ ფასად სთავაზობს

ალია ავტორი - ალია
12:35 06-02-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
224

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ სპეციალური საზაფხულო აქცია დაიწყო. საქართველოში ტოიოტას პირველი  ოფიციალური დილერი ტოიოტას ავტომობილის მფლობელ ფიზიკურ პირებს ზაფხულის სეზონზე ორიგინალი წარმოების ყველაზე მოთხოვნადი ავტონაწილების შეძენას სპეციალურ ფასად სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, თინათინ მაკარიძის ინფორმაციით, 1 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, სპეციალური საზაფხულო აქციის ფარგლებში, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს ტოიოტას ორიგინალი წარმოების მოთხოვნადი ავტონაწილების შეძენას 15%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს.

„ჩვენს მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, სეზონური სპეცაქციით ისარგებლოს და ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის მოამზადოს. ნებისმიერ მსურველს, 31 აგვისტოს ჩათვლით, შეუძლია „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ 15%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს ტოიოტას ისეთი მოთხოვნადი ორიგინალი ავტონაწილები, როგორიცაა: სამუხრუჭე დისკები და სამუხრუჭე ხუნდები, ძრავის ზეთი და ზეთის ფილტრები, ძრავისა და სალონის ჰაერის ფილტრები, აკუმულატორები, ასევე, ნათურები, საქარე მინის მწმენდები და საწმენდი სითხეები“, – განმარტავს თინათინ მაკარიძე.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი აღნიშნავს, ავტომობილის ტექნიკური გამართულობისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელმა ტოიოტას ორიგინალი ავტონაწილებითა და ოფიციალური ავტორიზებული სერვისცენტრის მომსახურებით ისარგებლოს.

„პირველ რიგში, საზაფხულო აქციის ფარგლებში შეთავაზებული სათადარიგო ავტონაწილები, სითხეები თუ აქსესუარები, რომლის შეძენაც „ტოიოტა ცენტრ თბილისშია“ შესაძლებელი, უმაღლესი ხარისხის და გარანტირებულად ორიგინალი წარმოებისაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ცენტრში მისულ მომხმარებელს მომსახურებას უწევენ „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული და მრავალჯერ გადამზადებული პროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებიც ავტომობილს უმოკლეს დროში განაახლებენ. მსურველებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ სერვისზე წინასწარ ჩაწერის შემთხვევაში, მომსახურებას ლოდინის გარეშე მიიღებენ“, – აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

მომხმარებელს, რომელსაც სპეციალური საზაფხულო აქციით სარგებლობა სურს, შეუძლია წინასწარ დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116;  www.toyota-tbilisi.com

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

13:43 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved