• რეკლამა
  • კონტაქტი
14:08, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს ახალ სალიზინგო პროდუქტს – TOYOTA EASY-ს სთავაზობს

ალია ავტორი - ალია
11:55 09-30-2021
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
356

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავტომობილის შეძენით დაინტერესებულ მომხმარებელს ტოიოტასა და თიბისი ლიზინგის კოლაბორაციით შექმნილ სრულიად განსხვავებულ და მაქსიმალურად კომფორტულ სალიზინგო პროდუქტს – TOYOTA EASY-ს სთავაზობს.

TOYOTA EASY, რომელიც ახალი გზაა ავტომობილის სწრაფად და ხელსაყრელი პირობებით შესაძენად, მარტივად ერგება ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნებსა და სურვილებს.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნინო გაგუას განმარტებით, TOYOTA EASY, როგორც განსხვავებული ფინანსური პროდუქტი, სპეციალურად შეიქმნა მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისთვის და მოქნილი პირობებით საგრძნობლად გაამარტივა არა მხოლოდ ავტომობილის შეძენის, ასევე, მისი მართვის პროცესი.

„ნებისმიერ მომხმარებელს, რომელსაც სურს ავტომობილის სწრაფად და ხელსაყრელი პირობებით შეძენა, ასევე, შემდგომში მისი კომფორტულად მართვა, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ახალ გზას – სრულიად განსხვავებულ სალიზინგო პროდუქტს სთავაზობს.TOYOTA EASY-ით მომხმარებელი მიიღებს ექსკლუზიურ ფასს სასურველ ავტომობილზე და ამასთან ერთად, გამარტივებულ სალიზინგო ოპერაციებს, რაშიც მხოლოდ 1 საათს დაკარგავს. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ TOYOTA EASY-ით ავტომობილის შეძენისას წინასწარი შენატანი 0%-ია. გარდა ამისა, მომხმარებელი იხდის დაბალ ყოველთვიურ გადასახადს და რაც მთავარია, მართავს მუდმივად ახალ, გარანტიაზე მყოფ ავტომობილს. ახალი პროდუქტით სარგებლობის პერიოდი კი, მომხმარებლის სურვილის მიხედვით, 12 – 60 თვეა“, – აღნიშნავს ნინო გაგუა.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, სპეციალურად იმ მომხმარებლისთვის, რომელსაც კიდევ უფრო მეტი ბენეფიტის მიღება სურს, შემუშავებულია პროდუქტი TOYOTA EASY FLEX-ი.

„ეს კონკრეტული პროდუქტი დამატებით მოიცავს თრეიდ-ინ ფუნქციასაც და ასევე, ფასდაკლებას სხვადასხვა სერვისებზე. TOYOTA EASY FLEX-ით სარგებლობის პერიოდი 3-დან 72 თვემდეა. კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია შეინარჩუნოს ავტომობილი, განაგრძოს მისი მართვა და ამ პირობებში ის მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ ნარჩენ ღირებულებას გადაიხდის. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია დააბრუნოს ან განაახლოს ავტომობილი „ტოიოტა ცენტრ თბილისში“. ყველა პირობა, რასაც მომხმარებელს ახალი სალიზინგო პროდუქტით ვთავაზობთ, არის სწრაფი, მოქნილი და კომფორტული, რაც თავისთავად ძლიერ მოტივაციას შეუქმნის მომხმარებელს, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და ისარგებლოს ჩვენი შეთავაზებით“, – განმარტავს ნინო გაგუა.

მომხმარებელი, რომელსაც TOYOTA EASY-ით სარგებლობა სურს, კოვიდ-პანდემიის პირობებში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აუცილებლად წინასწარ უნდა დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com/

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მისულ მომხმარებელს მომსახურებას პანდემიის გავრცელების საპრევენციო რეგულაციებისა და უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით გაუწევენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved