• რეკლამა
  • კონტაქტი
07:08, ხუთშაბათი, 18 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

“ტოიოტა ცენტრი თბილისი” მეორადი ავტომობილის შეძენა-გაყიდვის მსურველებს “ტოიოტა პლუსის” პროგრამას სთავაზობს

ალია ავტორი - ალია
12:28 02-19-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
193

ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მეორადი ავტომობილის შეძენა-გაყიდვით დაინტერესებულ მომხმარებელს პროგრამა „ტოიოტა პლუსის“ ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს. „ტოიოტა პლუსი“ მაქსიმალურად საიმედო და სარგებლის მომტანია, ამასთან ერთად, მომხმარებელი ყოველგვარი გაუთვალისწინებელი რისკებისგან არის დაზღვეული, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ტოიოტა პლუსის“ ფარგლებში, მომხმარებელს საშუალება ეძლევა, მეორადი ავტომობილი „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ საბაზრო ფასად ჩააბაროს და სურვილის შემთხვევაში, ახალი ავტომობილი მხოლოდ ფასთა შორის სხვაობის დაფარავით შეიძინოს.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გაგუა განმარტავს, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ახლის შეძენის გარეშეც შეუძლია ძველი ავტომობილის „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ჩაბარება, თუ მისი ავტომობილი „ტოიოტა პლუსით“ გათვალისწინებულ პირობებს აკმაყოფილებს: პირველ რიგში, ავტომანქანის ხანდაზმულობა არ უნდა აღემატებოდეს 8 წელს, მისი გარბენი არ უნდა სცდებოდეს 160 000 კმ-ს, არ უნდა იყოს წყალში ჩაძირული და ნამუშევარი როგორც ტაქსი. ეს ის ძირითადი პარამეტრებია, რომლითაც ხდება მეორადი ავტომობილების შერჩევა.

„ტოიოტა პლუსი“, პრაქტიკულად, უკონკურენტო და საინტერესო შეთავაზებაა. პროექტს სამი მიმართულება აქვს. ერთ-ერთი მთავარი – „თრეიდ ინის“ ოფციაა, რაც შემდეგში მდგომარეობს: მომხმარებელი არ არის შეზღუდული და შეუძლია, როგორც ტოიოტას, ასევე სხვა ბრენდების მეორადი ავტომობილებიჩააბაროს „ტოიოტა ცენტრ თბილისში“. ავტომანქანა გაივლის ტექნიკურ შემოწმებას ჩვენს სერთიფიცირებულ სერვისცენტრში – ეს, დაახლოებით, ნახევარსაათიანი პროცედურაა. ამგვარად დადგინდება ავტომობილის საბაზრო ფასი. სანაცვლოდ, მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს ტოიოტას ახალი ავტომობილი, ხოლო ფასთაშორის სხვაობა დაფაროს ნაღდი ანგარიშსწორებით, ბანკის მეშვეობით ან სალიზინგო კომპანიის დახმარებით.

„ტოიოტა პლუსის“ მეორე მიმართულების არჩევის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ ძველი ავტომანქანის ჩაბარების მომსახურებით ისარგებლოს ან აირჩიოს მესამე მიმართულება და ცენტრში ტექნიკურად გამართული მეორადი ავტომანქანა შეიძინოს. 

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნინო გაგუას ინფორმაციით, „ტოიოტა პლუსი“ მეორადი ავტომობილის შეძენით დაინტერესებულ მომხმარებელს სრულ გარანტიას აძლევს, რომ დაზღვეული იქნება იმ გაუთვალისწინებელი და არასასიამოვნო სიურპრიზებისგან, რაც ავტომობილის აუქციონის წესით, ბაზრობებზე ან ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის სპეციალიზირებული ვებგვერდების მეშვეობით შეძენას მოჰყვება. ნინო გაგუა განმარტავს, რომ „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს სთავაზობს დაზოგოს დრო და საუკეთესო ფინანსური პირობებით შეიძინოს მეორადი ავტომანქანა, რომელსაც 2-წლიანი (ან 50,000კმ-მდე – რომელი პირობაც პირველი შესრულდება) საგარანტიო მომსახურება მოჰყვება. მომხმარებელი აბსოლუტურად დაზღვეული იქნება იმ მხრივ, რომ შეიძენს „სუფთა ისტორიის“ მქონე ავტომანქანას, რომელსაც „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სერთიფიცირებულ სერვისცენტრში მრავალმხრივი ტექნიკური შემოწმება აქვს გავლილი და შესაბამისად, ტექნიკურად მთლიანად გამართულია. 2-წლიანი გარანტია, ასევე, მოიცავს ევაკუატორის მომსახურებას თბილისის მასშტაბით და უფასო კომპიუტერულ დიაგნოსტიკას. „ტოიოტა პლუსის“ პროგრამის ფარგლებში შეძენილ ავტომობილებზე, ასევე, მოქმედებს „ტოიოტა კასკოს“ ავტო-დაზღვევა, გარდა ამისა, ვრცელდება სპეციალური ფინანსური შეთავაზება, როგორც ბანკის, აგრეთვე, სალიზინგო კომპანიების მხრიდან.

„ტოიოტა პლუსის“ პროგრამის ფარგლებში შეძენილი მეორადი ავტომობილებს შემდეგი პრიორიტეტები აქვს: ყველაზე მნიშვნელოვანი – მომხმარებელი მოიპოვებს იმ კომფორტს, რაც თან ახლავს გამართული ავტომობილის მართვას, დაზოგავს დროს და ისარგებლებს 2-წლიანი საგარანტიო პირობებით“, – აცხადებს „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გაგუა.

მომხმარებელი, რომელსაც „ტოიოტა პლუსით“ სარგებლობა სურს, პანდემიის პირობებში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აუცილებლად წინასწარ უნდა დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მისულ მომხმარებელს მომსახურებას პანდემიის გავრცელების საპრევენციო რეგულაციებისა და უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის სრული დაცვით გაუწევენ.

თეგები: ტოიოტა ცენტრი თბილისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა

15:24 09-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved