„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სპეციალური შეთავაზება, რომელიც ტოიოტას სხვადასხვა მოდელზე ვრცელდება, ისევ ძალაშია. ტოიოტას ავტომობილის მფლობელი ფიზიკური პირები ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლას ცენტრში სპეციალურ ფასად შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.
პირველი და მეორე თაობის Toyota Prius-ის მფლობელები, რომლებიც „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ მიმართავენ, შეთავაზების პაკეტით – „ორიგინალი ზეთი, ფილტრი + შეცვლის მომსახურება სპეცფასად“ სარგებლობას ისევ 90 ლარად შეძლებენ. Toyota VITZ-ის, IST-ის და YARIS-ის მძღოლებისთვის აღნიშნულ პაკეტზე სპეცფასი, ასევე, 90 ლარი იქნება, Toyota Corolla-ს მფლობელებისთვის – 110 ლარი, ხოლო Toyota Camry-ს, Prius-ის და RAV4-ის მძღოლები ამ ტიპის მომსახურებას 125 ლარად მიიღებენ.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, აქციის ფარგლებში შეთავაზებული ძრავის ზეთი და ფილტრები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ავტონაწილი და აქსესუარი, რომლის შეძენა ცენტრშია შესაძლებელი, არის გარანტირებულად უმაღლესი ხარისხის, ორიგინალი წარმოების და სპეციალურად ტოიოტას მარკის ავტომობილებისთვისაა დამზადებულია. მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით კი, ნებისმიერი სახის სერვისზე, ავტონაწილსა და აქსესუარზე ცენტრში ფასები ისევ უცვლელია.
„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ინფორმაციით, მომხმარებელი, რომელსაც სპეცშეთავაზებით სარგებლობა სურს, პანდემიის პირობებში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, წინასწარ უნდა დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და სერვისის მისაღებად ჩაეწეროს, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com
„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მისულ მომხმარებელს და „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული პროფესიონალი ტექნიკოსები პანდემიის გავრცელების საპრევენციო რეგულაციების სრული დაცვით მოემსახურებიან და ავტომობილს უმოკლეს დროში განუახლებენ.
2021 წლის იანვარ-თებერვლის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 4,4 ათასი ტონა, რაც 4,4 ათასი ტონით ანუ 50%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (8,8 ათასი ტონა) შედარებით. ამის შესახებ report.ge-ს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიდან აცნობეს. საქართველოში შემოსული გათხევადებული აირების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა რუსულია. ბიზნესგაერთიანების მონაცემებით, იმპორტის 93,2% (4,1 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.
LPG-ის იმპორტი შეუქცევადად მცირდებოდა შარშანაც. LPG-ის იმპორტის, ისევე როგორც სხვა ნაცთობრიდუქტების იმპორტის შემცირებას, ნავთობიმპორტირები COVID-19 პანდემიას უკავშირებენ, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებიან საქართველოს თხევადი გაზის ასოციაციაში. მათი მტკიცებით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები თხევადი გაზის აქციზებთან დაკავშირებით ამ სექტორს ღრმა კრიზისისთვის სწირავს და ანადგურებს თხევადი გაზის ბაზარს საქართველოში. ასოციაცია თხევად გაზზე აქციზის გადახედვას ითხოვს. საქართველო ევროკავშირის დირექტივას არღვევს აქციზის დაბეგვრის თაობაზე, რადგან, მათი მათი თქმით, ევროკავშირის დირექტივით, თხევად გაზზე აქციზის გადასახადი 4-ჯერ ნაკლები უნდა იყოს. თხევადი გაზის ასოციაციაში ამტკიცებენ, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ამ ტიპის საწვავზე აქციზის გადასახადი ბენზინის აქციზის გადასახადთან თითქმის გათანაბრებულია. თხევადი გაზის ასოციაცია გეგმავს, მიმართოს მთავრობას აქციზის გადასახადზე გადახედვის თხოვნით. თხევადი გაზის ასოციაციაციის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ევროკავშირის დირექტივის მიხედვით, თხევად გაზზე, აქციზის გადასახადი უნდა შეადგენდეს ბენზინზე არსებული გადასახადის 25%-ს, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, ფასები თითქმის მიახლოებულია, რადგან აქციზის მატებამ თხევადი გაზის სარეალიზაციო ფასიც გაზარდა. ნიკა ხოფერიას განცხადებით, ფასის ზრდამ მოთხოვნაც შეამცირა, არადა, თხევადი გაზი ყველაზე ეკომეგობრული საწვავია. მისი თქმით, თხევადი გაზის გამონაბოლქვი 44%-ით ნაკლებია დიზელის და 37 %-ით ნაკლებია ბენზინის გამონაბოლქვთან შედარებით. ამ საკითხზე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ, პროფკავშირების გაერთიანებამ და თხევადი გაზის ასოციაციამ ევროკავშირის ელჩს საქართველოში ერთობლივი წერილითაც მიმართეს.
შეგახსენებთ, 2020 წლამდე, თხევადი გაზის დაბეგვრა 2-ეტაპად ხორციელდებოდა. იმპორტის გადასახადი 120 ლარი იყო. საავტომობილო საწვავად გამოყენების შემთხვევაში აქციზის ოდენობა 180 ლარს შეადგენდა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იმპორტიორი კომერციული, ან საყოფაცხოვრებო მიზნით მოახდენდა პროდუქტის რეალიზაციას, აქციზის გადასახადისგან თავისუფლდებოდა. 2020 წლის აგვისტოში კი, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევიდა, 2-ეტაპიანი აქციზის დაბეგვრა გაუქმდა, გახდა ერთეტაპიანი და ჯამში 300 ლარამდე გაიზარდა.