• რეკლამა
  • კონტაქტი
11:16, ხუთშაბათი, 19 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

TKESHI – „მაზდა ცენტრი თეგეტა“ აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ფესტივალის მხარდამჭერი იყო

ალია ავტორი - ალია
14:44 08-01-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
457

TKESHI – ამ სახელწოდების აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი კოჯრის ტყეში ჩატარდა და ათობით ქართველ თუ უცხოელ არტისტს უმასპინძლა. ფესტივალის წლევანდელი თემა იაპონური კულტურა იყო და მისი მხარდამჭერი იაპონური ბრენდი Mazda-ს ქართული წარმომადგენლობა,  „მაზდა ცენტრი თეგეტა“. ფესტივალის მიზანი, ერთი მხრივ, თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია, მეორე მხრივ კი, მისი ბუნებრივ გარემოსთან მორგებაა.

„მაზდა ცენტრი თეგეტა“ უკვე მეორე წელია, TKESHI-ს სპონსორია. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი არტისტების მხარდაჭერა, ასევე იაპონური კულტური პოპულარიზება საქართველოში.  სწორედ ამიტომ „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ ფესტივალის ფარგლებში, სტუმრებისთვის ბონსაის – მინიატიურული ხეების იაპონური ხელოვნების ვორქშოპი მოაწყო. მასტერკლასს ბონსაის ცნობილი სპეციალისტი საქართველოში, ნიკოლოზ მესხი უძღვებოდა.

ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ბრენდ დირექტორი: „TKESHI არ არის უბრალოდ მუსიკალური ფესტივალი, ეს არის აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ღონისძიებათა სერია, რომელიც ადგილობრივი არტისტების პოპულარიზაციას უწყობს ხელს და ამავდროულად, სრულიად ახალ მიმართულებას გვთავაზობს ხელოვნებაში.

ჩვენ გასულ წელსაც ვიყავით ფესტივალის სპონსორები, თუმცა წელს კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთეთ, რადგან წლევანდელი თემატიკა იაპონური კულტურაა და ეს ფესტივალიც იაპონელი არტისტების წარმოდგენით გაიხსნა. ვფიქრობთ, რომ მსგავსი პროექტების წახალისება აუცილებელია, ამას გარდა, მოგვწონს ქართული და იაპონური კულტურის შერწყმის იდეა, რომლის ფარგლებშიც საშუალება გვეძლევა, მოვუსმინოთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ არტისტებს, ვნახოთ ორიგინალური ნამუშევრები და დავესწროთ საგანმანათლებლო მასტერკლასებს“.

მასტერკლასის გარდა, „მაზდა“ ფესტივალზე საკუთარი კუთხითაც იყო წარმოდგენილი, სადაც ბრენდის ცნობილი ლოგოს მოძრავი ვერსია დამონტაჟდა. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ვინტაჟური ავტომობილი, Mazda Miata MX 5 დაეთვალიერებინათ. აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი TKESHI 15-იდან 29 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

—

„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.

 

 

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved