• რეკლამა
  • კონტაქტი
17:03, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

TI: ოცნების დელეგატის და მისი ბიზნესპარტნიორის კომპანიებმა შესყიდვებიდან ₾41 მლნ-მდე მიიღეს

ალია ავტორი - ალია
17:41 08-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
464

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში ქართული ოცნების საარჩევნო სიის დელეგატის, აკაკი ალადაშვილისა და მისი ბიზნესპარტნიორის მფლობელობაში არსებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 2016-2024 წლებში 40,7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.

აკაკი ალადაშვილი 2021 წლიდან დღემდე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრია მმართველი პარტიიდან. ის 2016 წლიდან დღემდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობასაც იკავებს.

ორგანიზაციის ცნობით, აკაკი ალადაშვილი შპს “ტრანსპორტერის” 10%-იანი წილის მფლობელია, 90% წილის მფლობელი და დირექტორი კი სერგო შუღაროვია. შუღაროვი მართავს აკაკი ალადაშვილის 10% წილს და ფლობს სხვა კომპანიებსაც: შპს “მაუნთინ რეზორტ სოლუშანსს” და შპს “ტრანსპორტერ ბაიკს”. აკაკი ალადაშვილს და სერგო შუღაროვის ბიზნესპარტნიორობა დასტურდება სხვა კომპანიებშიც: ისინი წილებს იყოფენ შპს “კროსროუდ ტრანსში”, შპს “ეკო ფერმაში”, შპს “მულტი ქონსთრაქშენ გრუფსა” და შპს “ჯიესეი ქონსალთინგ გრუფში”.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ორივე, აკაკი ალადაშვილი და სერგო შუღაროვი, მმართველი პარტიის და მისი მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის შემწირველები არიან. კერძოდ, სერგო შუღაროვმა, 2018 წლის 22 ნოემბერს, 60,000 ლარი შესწირა სალომე ზურაბიშვილს, ხოლო აკაკი ალადაშვილმა, 2021 წლის 13 ოქტომბერს – 40,000 ლარი ქართულ ოცნებას.

 

“აკაკი ალადაშვილის და სერგო შუღაროვის კომპანიებმა: შპს “ტრანსპორტერი”, შპს “მაუნთინ რეზორტ სოლუშანსი” და შპს “ტრანსპორტერ ბაიკი” 2016-2024 წლებში 23,163,079 ლარის ჯამური ღირებულების 168 გამარტივებული შესყიდვა მიიღეს და 17,532,665 ლარის 133 ელექტრონული ტენდერი მოიგეს. მოგებულ 102 ტენდერში კონკურენტები არ ჰყოლიათ, ხოლო 7 ტენდერში კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად გაიმარჯვეს. ტენდერებიდან მიღებული ჯამური შემოსავლების 85% უკონკურენტო და კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მოგებული ტენდერებიდან მიღებულ შემოსავლებზე მოდის, ხოლო მთლიანად სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული შემოსავლების 93% გამარტივებულ შესყიდვებზე, უკონკურენტო და კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მოგებულ ტენდერებზე მოდის.

შპს “ტრასნპორტერმა” და შპს “ტრანსპორტერ ბაიკმა’, მათთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების ფარგლებში, საბიუჯეტო ორგანიზაციებს ძირითადად ელექტრომობილები, კვადროციკლები, მოტოციკლეტები, საცელავი აპარატები, თოვლმავლები, მათი სათადარიგო ნაწილები მიაწოდეს, შპს “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსმა” კი – სპეციალიზებული თოვლსატკეპნი ტექნიკა. ყველაზე მსხვილი შემსყიდველი სახელმწიფო შპს “ემ თი ეია” (ყოფილი “მთის კურორტების განვითარების კომპანია”).

ჯამში სამივე კომპანიამ, 2016 წლიდან დღემდე, სახელმწიფო შესყიდვებიდან 40,695,744 ლარი მიიღო:

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს შეფასებით, აკაკი ალადაშვილის და მისი ბიზნესპარტნიორის მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში აჩენს ეჭვებს სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებით.

“აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და მიიღოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved