ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული 24 წლის თეკლა გერსამიას დედა მომხდარის შესახებ განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს.
ის ამბობს, რომ ბიჭმა ჭრილობები თავად მიიყენა.
„ეგენი ერთად არ ცხოვრობდნენ. ამ ბიჭს უყვარდა ძალიან და ცდილობდა, მასთან ერთად ყოფილიყო და თეკლა წინააღმდეგი იყო.
მერე ისე მოხდა, რომ ხელი მოაწერა, იმიტომ, რომ ამას ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდა, ვალები და რაღაცები… გვარის შეცვლა მინდაო, ასე ეუბნებოდა, იმიტომ, რომ თეკლა საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას და პასპორტიც კი წაართვა თეკლას, იმიტომ, რომ არ გამეპაროო. სულ იმუქრებოდა, რომ თავს მოვიკლავო, ხელებს ისერავდა, რას აღარ აკეთებდა იმისთვის, რომ მანიპულაციით და ფსიქოლოგიურად ემოქმედა თეკლაზე.
თვითონ მიიყენა მაგ ბიჭმა დაზიანებები სადარბაზოში ერთ-ერთი ჩხუბის და მუქარის დროს. სადარბაზოში იყო და თვითონ ჩაირტყა ეს დანა და თეკლამ გამოაძრო ეს დანა. მერე თეკლა გავარდა, მიჰყავდა მხარზე აკიდებული, რომ სასწრაფომდე ჩაეყვანა, მაგრამ ვეღარ ჩაიყვანა კიბეებზე, იმიტომ, რომ გაითიშა. გავარდა გარეთ, სასწრაფო მოიყვანა და კლინიკაშიც კი გაჰყვა. გადარჩენას ცდილობდა”, – ამბობს დაკავებულის დედა „ტვ პირველთან”.
კომენტარები