„ქართული ოცნების ბანერებს დასდევენ უბადრუკები. არადა, წლების მანძილზე, ყველა არჩევნებზე, ოცნება ერთი და იგივე რაოდენობის ბანერს ათავსებს დედაქალაქსა თუ რეგიონებში! არც მეტს და არც ნაკლებს,”- წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიტო სამხარაძე.
სამხარაძე აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბანერებით ოპონენტები საკუთარი უუნარობის გამო დაინტერესდნენ.
„იცით რატომ გაახსენდათ ბანერები ამ არჩევნებზე?
თვითონ რომ ვერ ახერხებენ განთავსებას, რადგან ბანერებზე გამოსაჭიმად კანდიდატები არ ყავთ.
საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებს ვერ აკომპლექტებენ, სიაზე ხომ ზედმეტია საუბარი!
სადაც დააკომპლექტეს, ისეთი კანდიდატები ყავთ, რომლებსაც ოჯახის წევრებიც არ მისცემენ ხმას.
გახარია უფრო წინ წავიდა და კვოტის შევსება ნაცების კოორდინატორი ქალბატონებით დაიწყო.
ნაცები ერთმანეთს პარავენ საარჩევნო ფულებს, თავიანთ აქტივს აბოლებენ, უხელფასოდ შრომას აიძულებენ და არჩევნების შემდეგ დაგაფინანსებთო.
ამათი შანსი 0%,“- წერს დიტო სამხარაძე.
ცნობისათვის, ოპონენტებმა „ქართული ოცნება“ საარჩევნო ბანერებში განსაკუთრებულად დიდი ოდენობით თანხების ხარჯვის გამო გააკრიტიკეს.
კომენტარები