• რეკლამა
  • კონტაქტი
23:11, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თვეები ლამის ნახევარ ფასად დავყავდი, მე თუ ბიბლიოთეკარი ვიყავი, ეს მისი „ბრალიცაა“ – გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
11:27 01-13-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22,951

გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში საოცრად ამაღელვებელ პოსტს წერს:

„2011 წლის ერთ საღამოს, კახა ბენდუქიძემ მომწერა: „ეგებ მნახოთ, სასწრაფოდ!“ ეს საქმე ადრეც მოვყევი, უბრალოდ ახლა სხვა ამბის პროლოგად მჭირდება. ჰოდა, რადგან სასწრაფო გამოდგა, პირველივე ტაქსი გავაჩერე და წავედი. მანქანა მოკრძალებული იყო, მძღოლი ნაკლებად – დიდად მოსაუბრე კაცი გამოდგა, რა გასაკვირია და. თუმცა არც გამაღიზიანებელი და არც ზერელე საუბარი ყოფილა ეს ლაპარაკი – წლობით მეზღვაურად ნამუშევარი, დიდი ჭირის მნახველი და დამძლევი, წიგნების მცოდნე და მკითხველი გამოდგა ბატონი გოგი – ჰემინგუეიო, თომას მანიო, ვაჟა-ფშაველაო და სხვანი. გემის თავგადასავლები – ცალკე რომანები. მხოლოდ ნაწილი. დაგელოდები და დანარჩენს მერე მოგიყვებიო. მე ვუთხარი; აბა როგორ, ბენდუქიძესთან შეხვედრა საათებს ნიშნავს. არაო, აქვე ვიტრიალებ და აუცილებლად დამირეკეო.

კახა ბენდუქიძემ მაშინ მითხრა, რომ პარლამენტს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის ადგილას ჩემი თავი შესთავაზა შესაბამის კომიტეტს. „რავარია“ 27 წლის ვიყავი. ამ სიმაღლისთვის პირტიტველა. კი, რაღაც გამეკეთებინა მანამდეც ამ სფეროში, მაგრამ მაინც. ჰოდა, ვიფიქრებ მეთქი და კარგიო. გამოვედი და დავურეკე ბატონ გოგის. ვიფიქრე, მეტყვის, ვიღაცამ გამომიძახა და წავედი, ან რამე ამდაგვარი. ჰოდა, დავუყვები დაღმართს ფეხით. ბატონი გოგი იქვე იდგა. ჩავჯექი და მოვუყევი. რა ვქნა მეთქი? დათანხმდიო! რატომ მეთქი? ჩემი ხათრით დათანხმდიო! სახლში რომ მიმიყვანა, მითხრა, აწი ლექციების წასაკითხად რომ წახვალ, მე წაგიყვანო. თვეები ლამის ნახევარ ფასად დავყავდი. გზაზე ძველ ოპელში კი არა – აღმართზე გაზიდან ბენზინზე გადართვა რომ სჭირდებოდა – უზარმაზარ გემში ვიჯექით და აფრიკის სანაპიროს ვუახლოვდებოდით, კუბისკენ მივიწევდით და იაპონელებს ხელს ვუქნევდით. დიდი, დიდი თხრობები. დაუვიწყარი. ამასობაში დირექტორობას დავთანხმდი და დაველოდე.

გაირკვა 2012 წლის 3 მარტს და 5 მარტს, დილით, როცა პირველი მისვლა-შეხვედრა დაიგეგმა ახალ, საოცარ და უზარმაზარ სამსახურში, ბატონ გოგის დავურეკე და წამიყვანა. ვღელავდი. მთელი გზა ხმა არ ამომიღია. არც მას. ისიც ღელავდა. ცოტა შორს ჩამომსვით მეთქი. კინო „რუსთაველთან“ გააჩერა და ფეხით გავეშურე. იმის მერე გავიდა ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა წელი. ბატონი გოგი არ მენახა. პირველი ორი თვე ჩემი ბრალი იყო – გიგანტური საქმის პროლოგმა თავისი წაიღო და მერე ტელეფონმა აურია – ნომრები გაქრა. რა აღარ ვეცადე და ამაოდ. დავნებდი. ორიოდ თვის წინ ქუჩაში გამოვედი რაღაც გაუგებარი კონფერენციიდან მობეზრებული და სიგნალი მესმის. მივიხედე და რას ვხედავ, ბატონი გოგი. ვახ, გავცოცხლდი! იქვე მივდიოდი, მაგრამ ჩავჯექი და სხვა მისამართი ვუთხარი. როგორ ვამაყობ შენითო, სულ ცრემლები მომდის, კარგი ამბები რომ მესმისო. ვიჯექი, ასე გახარებული და დარცხვენილი და მეც ცრემლები მომდიოდა. ახლა, სანამ ამ ამბავს დავწერდი, დავურეკე და ვუთხარი, თქვენზე უნდა დავწერო მეთქი. facebook-ი არ აქვს ბატონ გოგის, მაგრამ მეუღლე წაუკითხავს

ჰოდა, მივესალმოთ დიდ მეზღვაურსა და მწიგნობარს, ბატონ გოგის! მე თუ ბიბლიოთეკარი ვიყავი, ეს მისი „ბრალიცაა,“ – წერს გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved