• რეკლამა
  • კონტაქტი
06:05, შაბათი, 7 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თვალთმაქცობა ეკლესიის სახელით

ალია ავტორი - ალია
01:12 01-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
303

მრევლისგან მიღებულ მოწყალებას ყინწვისელი მორჩილი პირადი მიზნებისთვის იყენებდა

ყინწვისის მონასტერში ახალი სასულიერო პირები გამოჩნდნენ, თუმცა რეალური მიზეზი, რის გამოც ეპარქიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით მღვდელმსახურები შეცვალეს, მრევლის მხოლოდ მცირე ნაწილმა იცის. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანი, დიდ გაუგებრობას და ერთი კონკრეტული სასულიერო პირის თვითნებობას შეეწირა.

ცნობილი გახდა, რომ მონასტრის მორჩილი ხარიტონ გოგიშვილი ეკლესიის სახელით მრევლსა და მოქალაქეებს მოწყალების გაღებას სთხოვდა. მოტყუებით მიღებულ თანხას კი, პირადი მიზნებისთვის იყენებდა და მონასტრამდე არაფერი მიჰქონდა.

ეპარქიაში დიდი ცვლილებების მიზეზი სავარაუდოდ ერთი მორჩილის დამოუკიდებელი ქმედებები გახდა. ხარიტონ გოგიშვილთან ერთად მოღვაწე სასულიერო პირების ნაწილი სხვადასხვა ტაძრებში გადაანაწილეს. ზოგი იქვე მახლობლად მდებარე მონასტრებში გააგზავნეს, ზოგსაც კი ეპარქიის საზღვრები დაატოვებინეს.

სასულიერო პირის თვალთმაქცობაზე ადგილობრივ მრევლს ეჭვები დიდი ხანია ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ეპარქიის ხელმძღვანელობამდე მივიდა, ისინი საკითხით დაინტერესდნენ და დადასტურდა, რომ ხარიტონ გოგიშვილს საზოგადოება შეცდომაში მიზანმიმართულად შეჰყავდა. რის გამოც ის განტევებული იქნა ეკლესიიდან. მიზეზები კი მხოლოდ წერილობით განმარტეს.

“რუის-ურბისის ეპარქიის ყოფილი მორჩილი, ხარიტონ გოგიშვილი განმოსილია და განტევებულია ეპარქიიდან.ცნობილია, რომ იგი ეპარქიის და ყინწვისის მონასტრის წევრობის სახელით სარგებლობს და მოწყალების სახით დახმარებას ითხოვს.

საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ მისი ქმედება ლოცვა-კურთხევას არ ექვემდებარება, იგი თვითნებურად მოქმედებს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს,” – ნათქვამია ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იმაზე, რაც ოფიციალურად დადასტურებულია, ეკლესია-მონასტრების მსახურებს საჯაროდ საუბარი ისევ არ სურთ. გაუგებრობამ და ინციდენტებმა კი ადგილობრივებს ეკლესიის მიმართ ნდობა თითქმის დაუკარგა.

ეს არ არის თვითნებური საეკლესიო საქმიანობის პირველი შემთხვევა. კიდევ უფრო ადრე იყო ბერი აბელის ინციდენტი. როცა ის დაოჯახდა და ამის გამო საეკლესიო ცხოვრებაზე უარი თქვა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ, სასულიერო საქმიანობა დასავლეთ საქართველოში მანაც თვითნებურად და ეპარქიასთან შეუთანხმებლად გააგრძელა.

ეპარქიაში დაწყებულ დიდ გაუგებრობაზე ადგილობრივი თემის საეკლესიო ხელმძღვანელის გადაწყვეტილება მისაღებია საპატრიარქოსთვის. დამატებითი განმარტებები არც ეპარქიის ხელმძღვანელმა გააკეთა. მიმდინარე პროცესები საჯარო მას შემდეგ გახდა, რაც მაღალი სასულიერო პირებისთვის ეკლესიიდან გაშვებული ბერისა და მორჩილის ცალკეული, პირადი საეკლესიო საქმიანობის შესახებ გახდა ცნობილი.

„რუსთავი 2“

თეგები: ეკლესიაყინწვისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved