თვალჭრელიძის ქუჩაზე სასწრაფო დახმარებაა მისული – ერთ-ერთი გამოსახლებული, რომელმაც ღამე ღია ცის ქვეშ გაათენა, შეუძლოდ გახდა, ის ახლა სასწრაფო დახმარების ბრიგადას საავადმყოფოში გადაჰყავს.
გუშინ საერთო საცხოვრებლიდან გამოყრილი ადამიანების ნაწილმა ღამე ქუჩაში დივნებზე, სკამბეზე და ლეიბებზე გაათენეს.
39 ოჯახი ამ წუთასაც ქუჩაში დგას და ბინებით უზრუნველყოფასთან ერთად დაკავებულების სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვს. ღამით აფრიკის დასახლებაში 17 ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა დიდი ნაწილი სამოქალაქო აქტივისტია.
კომენტარები