გუშინ ღამით თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებულების ნაწილი ადვოკატმა მოინახულა. როგორც ლაშა ტყეშელაძე ამბობს, მათ დაკავების მომენტში დაზიანებები არ მიუღიათ.
დაკავებულები ბრალის წარდგენას დღის ბოლომდე ელოდებიან, თუმცა ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ გაუხანგრძლივონ პატიმრობის დრო და სასამართლოში 24 საათში არ გადაიყვანონ.
ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ დაკავებულების ნაწილს ჯარიმა, ან ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება.
კომენტარები