თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლეობის პროცესი მიმდინარეობს, პოლიციამ 4 პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულასუთხრეს, რომ ოთხივე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.
ადგილზე ვითარება დაძაბულია და გამოსახლეობა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
აღსრულების ეროვნულმა ბიურო აცხადებს, რომ შენობა-ნაგებოები ამორტიზებულია და არსებობს მათი ნებისმიერ დროს ნგრევის საშიშროება.
ადგილზე დილიდან მობილიზებულები არიან პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.
ერთ-ერთი პირი კორპუსის სახურავზეა ასული და ამბობს, რომ თუ გამოსახლება არ გაჩერდება, ის საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოხტება.
3 წლის ბავშვით ვარ, ძალადობენ ქალებს ხელს არტყამენ – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, საცხოვრებელი კორპუსი კერძო მესაკუთრისაა.
კომენტარები