• რეკლამა
  • კონტაქტი
12:45, ხუთშაბათი, 4 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თვალს ვადევნებდი კონგრესში მოსმენას და ყურში ჩამესმოდა: “ჰა, შენ კიკუ, თუმანი და გაიხადე“ – გაიხადეს სულგაყიდულმა ადამიანებმა” – ბექა ოდიშარია

ალია ავტორი - ალია
12:09 06-05-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
257

მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში თვალს ვა­დევ­ნებ­დი ამ მოს­მე­ნას [კონ­გრეს­ში] და შემ­დეგ დი­ლამ­დე ყურ­ში ჩა­მეს­მო­და: „ჰა, შენ კიკუ, თუ­მა­ნი და გა­ი­ხა­დე“ და გა­ი­ხა­დეს ამ სულ­გა­ყი­დულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც კვლავ ითხო­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს, სა­კუ­თა­რი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის და­სან­ქცი­რე­ბას , – ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა ბექა ოდი­შა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც აშშ-ის კონ­გრეს­ში სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ გა­მარ­თულ მოს­მე­ნას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჯერ უნდა და­ე­ლო­დოს, „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის ძა­ლა­ში შეს­ვლას და თუ ის ქვე­ყა­ნას და­აქ­ცევს, მა­შინ „და­ა­სან­ქცი­რონ ან დახ­ვრი­ტონ“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

„კონ­გრეს­მე­ნებს მინ­და ვაც­ნო­ბო, რომ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ფრუსტრი­რე­ბუ­ლია, რად­გან გუ­შინ­დე­ლი სხდო­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ვერ იქნა შეს­მე­ნი­ლი ვერ­ცერ­თი მე­გობ­რუ­ლი რჩე­ვა. სა­მა­გი­ე­როდ, მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის სა­ხე­ლით, რად­გან აჩ­ვე­ნა, რო­გორ ყი­დი­ან სულს „ენ­ჯე­ო­ე­ბი“ რის შე­სა­ხე­ბაც ყო­ველ­დღი­უ­რად ვამ­ცნობთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ეს იყო პირ­და­პი­რი ტრანსლა­ცია. მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში თვალს ვა­დევ­ნებ­დი ამ მოს­მე­ნას და შემ­დეგ დი­ლამ­დე ყურ­ში ჩა­მეს­მო­და „ჰა, შენ კიკუ, თუ­მა­ნი და გა­ი­ხა­დე“ და გა­ი­ხა­დეს ამ სულ­გა­ყი­დულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც კვლავ ითხო­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს, სა­კუ­თა­რი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის და­სან­ქცი­რე­ბას. სად არის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პე­ბი და მო­რა­ლი, რო­დე­საც ითხოვ, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებს, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი კა­ნონს იღებს, და­ა­სან­ქცი­რო? შემ­დეგ – სად გა­გო­ნი­ლა ავან­სად და­სან­ქცი­რე­ბა? თქვე კაი ხალ­ხო, თუ გა­ვარ­დნი­ლი თო­ფი­ვით არ გე­ში­ნი­ათ ამ კა­ნო­ნის, აცა­დეთ ძა­ლა­ში შეს­ვლა, იქ­ნებ და აშე­ნებს ქვე­ყა­ნას? თუ აქ­ცევს სა­ქარ­თვე­ლოს და დე­მოკ­რა­ტი­ას და მარ­თლაც უკუს­ვლას იწ­ვევს, მა­შინ გნე­ბავთ დაგ­ვა­სან­ქცი­რეთ, გნე­ბავთ დაგ­ვხვრი­ტეთ“, – გა­ნა­ცხა­და ოდი­შა­რი­ამ.

ამას­თან, ოდი­შა­რი­ას მი­მარ­თავს კონ­გრეს­მე­ნებს და ამ­ბობს, რომ მათი პირ­და­პი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, პირ­ველ რიგ­ში, აშშ-ის რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქის დაც­ვაა.

„მინ­და მივ­მარ­თო ჩვენს ამე­რი­კელ მე­გობ­რებს, ძვირ­ფას კონ­გრეს­მე­ნებს – თქვე­ნი პირ­და­პი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, და­იც­ვათ პირ­ველ რიგ­ში აშშ-ის რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე, თქვენ კი ცდი­ლობთ ჩვენ­თან დე­მოკ­რა­ტია და­იც­ვათ. მა­შინ მივ­მარ­თავ ამე­რი­კის გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დამ­ხდე­ლებს – ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, ჩვენ ვცდი­ლობთ და­ვიც­ვათ თქვე­ნი შრო­მით და ოფ­ლით მო­პო­ვე­ბუ­ლი ფული, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა დო­ნო­რის მხრი­დან „გამჭვირ­ვა­ლედ“ მი­ე­დი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მოღ­ვა­წე „ენ­ჯე­ო­ებ­ში“, სა­დაც იხვრე­ბა ისე, რო­გორც ბე­ღელ­ში ხრა­ვენ ხორ­ბალს ვირ­თხე­ბი. ამი­ტომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და დღე­ვან­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დგას თქვე­ნი გა­და­სა­ხა­დით შექ­მნი­ლი დოვ­ლა­თის დაც­ვა­ზე, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბი რა­ტომ­ღაც ახერ­ხე­ბენ და ერე­ვი­ან სა­ქარ­თვე­ლოს შიდა საქ­მე­ებ­ში.

მთე­ლი ღამე მეს­მო­და უკ­ვდა­ვი ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის დიდი რო­მა­ნის, დათა თუ­თაშ­ხი­ას მძი­მე მო­მენ­ტი, სა­დაც გმი­რი მე­ო­რე პერ­სო­ნაჟს ეუბ­ნე­ბა, „კიკუ – გა­ი­ხა­დე“, სა­ბო­ლოო ჯამ­ში ის იხ­დის. კი­კუმ გა­ცი­ლე­ბით დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია იმ ვაჟ­ბა­ტო­ნებს, ვიდ­რე ამ ვაჟ­ბა­ტო­ნებ­მა და ქალ­ბა­ტო­ნებ­მა სამ­შობ­ლოს ღა­ლატს“, – გა­ნა­ცხა­და ოდი­შა­რი­ამ და დას­ძი­ნა:

“ვე­უბ­ნე­ბი სა­ბა­ნა­ძეს – ჩვენ რომ გვექ­ლე­სე­ბო­და, მა­ნამ­დე სა­ა­კაშ­ვილს ექ­ლე­სე­ბო­და, ახლა კი გა­ხა­რი­ას ექ­ლე­სე­ბა, ასე­თი ნა­ძი­რა­ლე­ბის ხელ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი შე­მე­ცო­და და ჰი­პო­თე­ტუ­რად მო­ვი­თხოვ­დი, რომ ერთი დღით მა­ინც გა­მო­უშ­ვან, ნა­ტა­ლია სა­ბა­ნა­ძეს ჩა­ა­ხე­დონ თვა­ლებ­ში”.

ოდი­შა­რი­ამ ასე­ვე ახ­სე­ნა კონ­გრეს­ში ფონდ „ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბის” ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რის, ვანო ჩხიკ­ვა­ძის გა­მოს­ვლაც.

მისი თქმით, თუ „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­ნე­ბა უკუს­ვლა, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი აგე­ბი­ნებს პა­სუხს “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, სხვა შემ­თხვე­ვა­ში პა­სუ­ხი მათ უნდა აგონ, ვინც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას წა­მებს ცილს.

„ეს ნა­ძი­რა­ლა, მე­ო­რე ფი­ნია [ვანო ჩხიკ­ვა­ძე], სო­რო­სის ხე­ლის გუ­ლი­დან ნა­საზ­რდო­ე­ბი, გო­ჭუ­ნია, რო­მე­ლიც ცდი­ლობ­და თა­ვის გა­მო­ჩე­ნას, სამ­შობ­ლოს და თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის და­ბე­ზღე­ბას, რათა არ შე­უ­წყდეს ეს ბე­ჩა­ვი, მწა­რე საზ­რდო, რო­მე­ლიც მას და მის ოჯახს ად­გას. ჩვენ კი ამ­დე­ნი თვეა ვირ­ჯე­ბით, შე­უ­რა­ცხყო­ფას ვი­ტანთ და ვი­თხოვთ მხო­ლოდ ერთს: გვა­ცა­დეთ, რომ ვნა­ხოთ კა­ნო­ნი მოქ­მე­დე­ბა­ში. რა არის ამა­ში გა­უ­გე­ბა­რი? თუ იქ­ნე­ბა უკუს­ვლა, თუ რა­ი­მე­თი და­ა­ზი­ა­ნებს ეს დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცესს, ჩვენ თვი­თონ მო­ვი­თხოვთ, რომ ქარ­თველ­მა ხალ­ხმა პა­სუ­ხი გვა­გე­ბი­ნოს. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ვინც ცილს გვწა­მებს, მათ უნდა აგონ უმ­კაც­რე­სი პა­სუ­ხი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­შე, რად­გან ამ­დე­ნი ხანი უშ­ლი­ან ნერ­ვებს, თვი­თონ კი­დევ და­სი­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან. თვი­თონ მაქვს ნა­ნა­ხი, რო­გორ ცხოვ­რობ­დნენ ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ერთი ელ­ჩო­ბი­სას, მე­ო­რე სო­რო­სის ფონ­დის აგენ­ტო­ბი­სას“,- გა­ნა­ცხა­და ოდი­შა­რი­ამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

გიორგი თხელიძე Financial Times-ის გლობალური ბანკინგის სამიტზე სპიკერის რანგში წარდგა – თიბისი
ახალი ამბები

გიორგი თხელიძე Financial Times-ის გლობალური ბანკინგის სამიტზე სპიკერის რანგში წარდგა – თიბისი

16:23 12-03-2025
თიბისის კიდევ ერთი სტუდენტური შეთავაზება დეკემბერში
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი სტუდენტური შეთავაზება დეკემბერში

15:33 12-03-2025
როცა იცი, ვის დაუსვა კითხვები, სწორ პასუხებსაც აუცილებლად მიიღებ – თიბისი, ბიზნესების მხარდასაჭერად, ახალ კამპანიას იწყებს
ახალი ამბები

როცა იცი, ვის დაუსვა კითხვები, სწორ პასუხებსაც აუცილებლად მიიღებ – თიბისი, ბიზნესების მხარდასაჭერად, ახალ კამპანიას იწყებს

15:16 12-03-2025
დადექი თიბისის დეკემბრის მარათონის სასტარტო ხაზზე თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

დადექი თიბისის დეკემბრის მარათონის სასტარტო ხაზზე თიბისის მობაილბანკში

14:58 12-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved