ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით, თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა, 10 000-ს მიაღწიოს. ამის შესახებ CNN იტყობინება.
USGS-ის ინფორმაციით, მოდელირება კეთდება, რომელიც დაფუძნებულია რეგიონში ისტორიულად დიდ მიწისძვრებზე, ყველაზე ძლიერ რყევებსა და ველაზე მძიმე დარტყმის ზონებზე.
„მაღალი მსხვერპლი და დიდი ზარალი სავარაუდოა, რომ გაიზარდოს. ამ რეგიონის მოსახლეობა ცხოვრობს ისეთ ადგილებში, რომლებიც უკიდურესად დაუცველია მიწისძვრისგან“, – ნათქვამია ანგარიშში.
მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ეკონომიკური ზარალი სავარაუდოდ იქნება 1-იდან 10 მილიარდ დოლარამდე, რამაც შეიძლება თურქეთის მშპ-ს 2%-ს მიაღწიოს.
„პია.ჯი“
კომენტარები