თურქეთში, ელაზიგის პროვინციაში 4.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო (AFAD) ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგები მადენის რაიონში დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი 7.15 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ინფორმაცია მსხვერპლისა ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
კომენტარები